https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ია ანთაძე: “რეგიონული გაზეთები ყველაზე მეტად ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას”

8:01; 13.01.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ინტერვიუ ია ანთაძესთან.

_ ქალბატონო ია, 2011 წელს ქართული მედია ვაჭრობის თემად იქცა. ერთნი ამბობდნენ, რომ თავისუფალი მედია არ არსებობს და ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მეორენი კი ამტკიცებდნენ, რომ ქართული მედია არ იყიდება. რეალურად, რასთან გვქონდა საქმე და საერთოდ, რითი იყო გამორჩეული წინა წელი ქართული მედიისთვის?

_ პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ თვისობრივად, ჩემი აზრით, 2011 წელი ზუსტად იგივე იყო თავისუფალი მედიისთვის, რაც წინა წლები. ის მედია საშუალებები, რომლებიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენდნენ საზოგადოებრივ აზრზე (ვგულისხმობ ეროვნულ ტელევიზიებს), კვლავ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყვნენ, ხოლო ის ტელევიზიები და გაზეთები, რომლებიც ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ და არ ექვემდებარებიან, ისევ იმ მდგომარეობაში არიან და ვერ ახდენენ განსაკუთრებულ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე. მედია, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი, ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, მის ფუნქციას ვერ ასრულებს. ამ მხრივ, 2011 წელი გამორჩეული არ ყოფილა. თუმცა, ზოგადი ტენდენციის მიმართულებით მედიაში ცვლილება, რა თქმა უნდა, იყო იმიტომ, რომ პოლიტიკურ მინდორზე გამოჩნდა ახალი მოთამაშე.

_ თანაც საკმაოდ ძლიერი მოთამაშე ძლიერი ფინანსური ბერკეტებით…

_ გეთანხმებით. ძლიერი მოთამაშე, რომელსაც სურს, რომ საპირისპირო პოლიტიკური ცენტრი შექმნას, რისთვისაც, ცხადია, მას დასჭირდა საინფორმაციო უზრუნველყოფა. აი, სწორედ ამ დროს, როდესაც პოლიტიკური ცენტრი ცდილობდა, მოეპოვებინა ბერკეტები ამ საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის, დაიწყეს პროცესი რომელზეც თქვენ საუბრობდით კითხვის დასმისას. ვთქვათ, რომელი ტელევიზია ვის ხელში იქნება, გაზეთებს ვინ დაეხმარება და საერთოდ, როგორ დალაგდება მედიის ეს დამოუკიდებელი სეგმენტი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე ხდებოდა. თვითონ მედიის შიგნით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ვერც მოხდებოდა, იმიტომ, რომ საქართველოში მედია მთლიანად მიბმულია პოლიტიკაზე.

დაფინანსება მედია ორგანიზაციებში სულ ორი წყაროდან შედის _ პირველი წყარო, ასე ვთქვათ, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადია, აქ სარეკლამო ბიზნესს ვგულისხმობ და მეორეა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ, განსაკუთრებით რეგიონულ გაზეთებს დაეხმარონ. ამიტომ, რეგიონული გაზეთები ამ პოლიტიკურ თამაშებს მიღმაა დარჩენილი და ყველაზე მეტად ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას.

_ გამოდის, რომ გარდა ერთი-ორი გამონაკლისისა, რომლებიც, სამწუხაროდ, ამინდს ვერ ქმნიან ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში თავისუფალი მედიის ბედი პოლიტიკურ აქტივობებზეა დამოკიდებული?

_ პრობლემა ის არის, რომ საქართველოში არ არსებობს თავისუფალი ბიზნესი, რომელსაც შეუძლია, მხარი დაუჭიროს თავისუფალ მედიას. სანამ მედია არ გადაიქცევა ბიზნესის ნაწილად, მანამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ პოლიტიკური ფული მედიიდან გავა.

_ პირდაპირ რომ ვთქვათ, ახალი მოთამაშე პოლიტიკურ მინდორზე, ძლიერი ბერკეტებით, ბიძინა ივანიშვილია. თქვენ მას შეხვდით პირადად და დიდხანს ესაუბრეთ. როგორია მისი დამოკიდებულება მედიის მიმართ?

_ ბიძინა ივანიშვილს თავისი მედიაპოლიტიკა ჯერ არ ჩამოუყალიბებია. ჯერჯერობით, არ ვიცით, როგორ აპირებს ის თავისი პოლიტიკური აქტივობების პოპულარიზაციას მედიის მეშვეობით, იქნება თუ არა ტელევიზია, რომელიც მთლიანად მას დაუჭერს მხარს.

კანონის ფარგლებში, რაც არის დასაშვები, ამ დოზით და ამ ხაზით, ტელევიზიებში შედის რეკლამა. მაგალითად, “ქართული ოცნების” დაფუძნება როცა გადაიცა ტელევიზიებით, პირდაპირ ეწერა, რომ ეს იყო სარეკლამო დრო, ანუ ამ დროში იყო ფული გადახდილი. თუმცა, მხოლოდ ამ გზით ვერ მოახდენს ბიძინა ივანიშვილი საინფორმაციო უზრუნველყოფას. მან მუდმივად უნდა შექმნას ნიუსები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება როგორც საერთო ეროვნული, ასევე სხვა ტელევიზიებისთვის. რაღაც ამბები უნდა მოხდეს, რომელსაც საინფორმაციო პროგრამებში გააშუქებენ. მაგრამ, მეორეს მხრივ, გარდა საინფორმაციო პროგრამებისა, რა შეუძლია ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკისთვის, რა მიზნები აქვს და როგორ განახორციელებს ამ მიზნებს მედიაში, ეს ჯერ არ არის გაცხადებული.

თავიდან მან თქვა, ვიყიდი ტელევიზიებსო, შემდეგ განაცხადა _ ღმერთმა დამიფაროს ტელევიზიები შევიძინო და ის ადამიანი ვიყო, რომელიც ტელევიზიებს აკონტროლებსო. ამის შემდეგ იცით, რომ “მაესტროში” უცნაური ამბები დატრიალდა, რაც ერთის მხრივ, იყო მაესტროს შიდა მენეჯმენტის პრობლემა, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს იყო დიდი ინტერესის საგანი ორივე პოლიტიკური ცენტრის მხრიდან. ასე რომ, პრინციპში, ჩვენთვის გაურკვეველია რა გეგმები აქვს ბიძინა ივანიშვილს საინფორმაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მოკლედ, ყველაფერი ჩახლართულია.

_ თუმცა, აბსოლუტურად გარკვეული და ცხადია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრესის გავრცელებისთვის გამოყო გარკვეული თანხა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ტენდერი გამოაცხადა და საგაზეთო ჯიხურები აიღო.

ამასთან დაკავშირებით თქვენ განაცხადეთ, რომ პრესაში პოლიტიკური ფული არ უნდა არსებობდეს, რამაც ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე ძალიან გააოცა და ამის შესახებ თავის ინტერვიუშიც განაცხადა, რომელიც პრესაგე.ტვ-ზე გავრცელდა. თქვენ თვლით, რომ ეს პოლიტიკური ფულია, რომელიც სასიკეთოდ არ წაადგება ქართულ ჟურნალისტიკას, თუნდაც პრესის გავრცელება ავიღოთ?

_ იცით რა, მე კომენტარს როცა ვაკეთებ, ყოველთვის ვცდილობ რომ საკითხს შევხედო სხვადასხვა კუთხით. როგორც ჩანს, მე მაინც უფრო აწონილ-დაწონილი კომენტარი გავაკეთე, ვიდრე ის საბოლოო სახეს მიიღებდა და მკითხველამდე მივიდოდა.

რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ძალიან ცუდია, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალა და გნებავთ ბიძინა ივანიშვილი ერევა გავრცელების სისტემის აწყობაში, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ცუდია, როცა მეორე პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეს სისტემა არ არსებობდეს. ფაქტია, რომ ხელისუფლება სერიოზული ბერკეტებით ერევა იმაში, რომ თავისუფალი გაზეთი არ მივიდეს მკითხველამდე. რაკი ვხედავთ, რომ ძალიან ჭირს ალტერნატიული გზების გამონახვა, ბიძინა ივანიშვილისა და პრესის გამავრცელებელი სისტემების ურთიერთობებში უნდა ჩაიდოს ისეთი იურიდიული ბერკეტები, რომელიც ყველაფერს ისე დაარეგულირებს, რომ ამ ფულის გავლენა გაზეთების შინაარსზე არ აისახოს. აი, ეს იყო მთავარი, ეს უნდა მოვახერხოთ ჩვენ, თორემ ის, რომ ახლა არავინ ამაში ფული არ ჩადოს და შედეგად ის მივიღოთ, რომ გაზეთები არ გავრცელდეს, ამის მომხრე ნამდვილად არ ვარ.

_ ელისო ჩაფიძემ თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ პრესის გავრცელების საკითხზე ეთიკის საბჭოშიც იყო საუბარი, სადაც ამ პროექტმა, მაინცადამაინც დიდი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.

_ ნამდვილად არ წამიკითხავს ეს ინტერვიუ და არც ის ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღო ეთიკის საბჭომ, რა დისკუსია იყო იქ და რა დასკვნამდე მივიდნენ, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ _ თავისუფალი გაზეთი უნდა მივიდეს მკითხველამდე. თუ ამას ერთი პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად ხელს უშლის და ყველა ბერკეტს იყენებს ამისთვის, შესაძლებელია, იყოს სხვა პოლიტიკური ძალა, რომლის ინტერესებში შედის, რომ ის სიმართლე, რაც დამოუკიდებელ გაზეთებში წერია, ადამიანებამდე მივიდეს.

მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, მოხერხდეს ისეთი დამცავი პუნქტების ჩადება ხელშეკრულებებში, რომელიც გაზეთების კონტენტს დაიცავს.

თუ ეს ფული შესულია იმისთვის, რომ გაზეთის კონტენტი შეიცვალოს, მაშინ ეს გაზეთები აღარ იქნება თავისუფალი. პროპაგანდისტული გაზეთი მივა თუ არა ამომრჩევლამდე და მოქალაქემდე, ეს უკვე მეორე თემაა. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შესაძლებელია ისეთი მექანიზმის გამოძებნა, რომელიც გაზეთებს თავისი შინაარსის დაცვის საშუალებას მისცემს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1 იანვარი, 2026

მეორე ჯგუფი შუხუთის ბაღში

ერთი ოჯახის ცხოვრება

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1.01.2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1.01.2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1.01.2026
სამართალი

მძღოლები დღეიდან ამ დარღვევის გამო 100 ლარით დაჯარიმდებიან

10:48; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა    

10:44; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას   

10:42; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

10:38; 1.01.2026
ზაფრანი

საქართველოს კუთხეების საახალწლო რიტუალები

10:36; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული საახალწლო ტრადიციები

10:31; 1.01.2026
საზოგადოება

ალიკაპის გარეშე გასეირნება – ₾150, მიტოვება – ₾5 000 _ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა

10:30; 1.01.2026
საზოგადოება

 ახალი წელი ყველაზე კეთილი დღესასწაულია _ კახა კალაძე

10:18; 1.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო