https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

    “პროკურატურა, დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ” – ჯაფარიძე

    “ჭორი უსწრაფესად ვრცელდება” _ რას წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

    “პროკურატურა, დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ” – ჯაფარიძე

    “ჭორი უსწრაფესად ვრცელდება” _ რას წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე _ მე და ევგრაფ შევარდნაძე!”

2:01; 25.01.2012
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ რამდენიმე კვირის წინ, ლანჩხუთის “გურიის” ლეგენდარულ მწვრთნელს შალვა კაკაბაძეს 75 წელი შეუსრულდა. შალვა კაკაბაძე “გურიისთვის” თითქმის ისეთივეა, როგორც ევგრაფ შევარდნაძე, იმედო დუნდუა, თემურ ჩხაიძე და სხვები. ბატონი შალვა 25 წელი გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, თან მთელი ეს პერიოდი სასტუმროს ერთ ნომერში ცხოვრობდა. წლების წინ მან სკანდალური ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ გაზეთს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მას ლანჩხუთში “ბევრი ქალი” ჰყავდა. სასტუმროში მცხოვრებ მწვრთნელს რომ ამ მხრივ “ხელ-ფეხი გახსნილი” ჰქონდა, რა გასაკვირია, მაგრამ წერილის სათაური და ერთი ფრაზა (“ქვრივები ჩემთან დადიოდნენ”) შეურაცხმყოფელი იყო ლანჩხუთისათვის და აქაურმა მეგობრებმა მას პასუხი მოსთხოვეს. ბატონი შალვა ამტკიცებდა, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტის ინტერპრეტაცია იყო და ლანჩხუთისთვის შეურაცხყოფის მიყენება აზრადაც არ მოსვლია. რა თქმა უნდა, “გურიის” მწვრთნელ-ლეგენდას აპატიეს და როგორც ამბობენ, მისსავე რესტორანში ერთი კაი პურმარილიც აკისრებინეს.

დღეს შალვა კაკაბაძე საფეხბურთო კლუბ “გაგრას” დირექტორატში მუშაობს. სწორედ კლუბმა გაავრცელა მისი იუბილის მაუწყებელი ცნობა. ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება თვალი გადავავლოთ, შალვა კაკაბაძის, იგივე “შალიკია კაკაბაძის” ლანჩხუთურ მოღვაწეობას:

ევგრაფ შევარდნაძის პატრონობისას “გურიას” არაფერი უჭირდა. ამიტომაც იყო, ვინც თბილისის “დინამოში” ვერ მოხვდებოდა, ყველა ლანჩხუთისაკენ მოიჩქაროდა, პრემია-ხელფასიც უმაღლესლიგელებზე არანაკლები იყო. ევგრაფი, ედუარდისაგან განსხვავებით, კადრების დიდი ერთგული გახლდათ, ამიტომაც იყო, რიგი ფეხბურთელები წლების მანძილზე, უმეტესად კარიერის დასრულებამდე, გურულთა განკარგულებაში იყვნენ. 25 წლის განმავლობაში კლუბის მთავარი მწვრთნელი შალვა კაკაბაძე იყო და ამ ხნის მანძილზე სასტუმროს ერთ ნომერში ცხოვრობდა. მას წარმატებებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩავარდნებიც ჰქონდა, მაგრამ ჰყავდა ერთგული “კრიშა” _ ევგრაფ შევარდნაძე. სწორედ შალვა კაკაბაძეს ეკუთვნის სიტყვები: ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე _ მე და ევგრაფ შევარდნაძე. როცა კაკაბაძე რაიკომის მდივანთან ან სხვა ჩინოვნიკთან მიდიოდა და საკითხს არ გადაუწყვეტდნენ, დაამატებდა _ ევგრაფიმ გამომგზავნაო და საკითხი უმალ გვარდებოდა!

ლანჩხუთში ფეხბურთი ძალიან უყვარდათ. მაშინ ამის შესახებ კიდეც ხუმრობდნენ _ ლანჩხუთში ორი საქმის კეთება იციან მხოლოდ, ჩაის კრეფა და ფეხბურთის თამაშიო. “გურიაში” მოხვედრა ადვილი ნამდვილად არ იყო. შალიკო კაკაბაძე ფეხბურთელებზე თავგადაკლული იყო და მათთვის ყველაფერს აკეთებდა. მოსკოვი-ბათუმის მატარებელი მაშინ მხოლოდ ნატანებში ჩერდებოდა, მაგრამ ლანჩხუთმა მოსკოვის მატარებელი თავის სადგურში მაინც გააჩერა ხუთი წუთით, რათა გუნდები ჩამოსულიყვნენ. როცა კითხულობდნენ რუსები, სად არის ლანჩხუთიო, რადგან რუკაზე არ ვიყავით, უხსნიდნენ, ქუთაისსა და ბათუმს შორის რომ იყო… მაგრამ ეს არ გაუკეთებია მხოლოდ შალიკო კაკაბაძეს, არამედ უბრალო მეჩაიედან დაწყებული, დამთავრებული რაიკომის მდივანით, ყველა ჩვენთან ერთად იყო, ჭირშიც და ლხინშიც. ლანჩხუთში არ იყო ოჯახი, სეზონზე ოცმანეთიანი აბონემენტი რომ არ ჰქონოდა. გუნდს შემოსავალი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მოსახლეობა სტადიონზე სიხარულით მოდიოდა, სულ სავსე იყო.

შალიკო კაკაბაძეს “გურიას” გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა, ამბობდა _ ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე _ მე და ევგრაფ შევარდნაძეო და როცა “გურიადან” გაუშვეს, აპროტესტებდა _ 25 წელი 25-ე ნომერში ვცხოვრობდი და არ დამიფასესო. მუდამ მორიდებულმა გია თავაძემ ერთხელაც ვეღარ მოითმინა და უთხრა, თურმე _ მერედა გადასულიყავი 28 ნომერში და ერთი სამი წელი კიდევ გამუშავებდნენო. შალვა კაკაბაძე ლანჩხუთში დაფასებული კაცი იყო. მაშინ გუნდს ყველა ეხმარებოდა: რაიკომი, საწარმოები, კოლმეურნეობები, მილიცია, თქვენ წარმოიდგინეთ, კულაშელი ებრაელებიც, რომლებიც ლანჩხუთში ვაჭრობდნენ. მოშემ შალვას უთხრა, მილიციის უფროსთან კარგად ხარ და თუ კულაშში ჩამომიყვან, მაგარ ქეიფს ვკისრულობო. ანუ შემდეგ უფრო თავისუფლად ივაჭრებდნენ. კაკაბაძე დათანხმდა და მილიციის უფროსი სამშე მჟავანაძე კულაშში წაიყვანა. სუფრაზე მოხვედრილი სამშე მიხვდა, რაც “გაუჩალიჩა” მეგობარმა, მაგრამ არ შეიმჩნია და ქეიფს შეუდგა. მოშე ჭკუაზე არ არის, მილიციის უფროსი მის ოჯახს სტუმრობს. მოშე შალვასთან მივიდა და ჩუმად უთხრა, თუ ამხანაგი სამშე იარაღიდან გაისვრის, თითო გასროლაზე 100 მანეთს ვკისრულობო. შეზარხოშებულმა მილიციელმა არც ამაზე დაიხია უკან. მოშე თავიდან გახარებულია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მჟავანაძემ მჭიდი შეცვალა და ზედიზედ გაუშვა, შალვასთან მივარდა:

_ რას შობი, რას შობი, მღუპავ, შალიკია, მღუპავ?! “ტავარის” ფულს აღარ მიტიებ…

ეს ამბავი დიდ ტრიუმფამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა: რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში საკმაოდ დაძაბული შეხვედრა “გურიამ” სასურველი ანგარიშით დაასრულა. სანამ ფეხბურთელები გასახდელში არიან, გუნდის ხელმძღვანელობამ ქალაქის ტელეფონიდან ლანჩხუთში დარეკა, ბატონ ევგრაფის დეტალურად უამბეს მატჩის პერიპეტიები. საუბარს ისე შეყვნენ, რომ საკმაო დრო გავიდა, მიირბინეს ავტობუსთან, მაგრამ ფეხბურთელები არ ჩანან. სად არ ეძებეს და ვერაფრით წარმოიდგინეს, ბიჭები ამდენ ხანს აბანოში თუ შეჩერდებოდნენ. გაგზავნეს ადმინისტრატორი და რას ხედავს _ ამ 16 შიშველ ფეხბურთელს 16 გოგონა “დაუთრევია”…

გუნდის ხელმძღვანელმა ყვირილი დაიწყო: _ დროზე გამოყარეთ გარეთ მაი უნამუსოები!

_ კაი, პაწე ხანს ვაცალოთ, ალალია მათზე ქალები, იმფერი თამაში მოგვაგებიეს… ქე მაინც ბოლომდე ისიამოვნონ… _ მწვრთნელმა ფეხბურთელები შეიცოდა.

_ კი ვაცლით, მარა თქვენ რა გენაღვლებიენ, მაი სიამოვნების შედეგი იქნება, მომავალში აქანე რომ ჩამუალთ, 16 ბაღანას დაგვახვედრებენ და მაგენის ალიმენტიც ჩვენი გადასახდელი იქნება!

“გურიის” ტრიუმფის სულისჩამდგმელი გახლდათ ევგრაფი შევარდნაძე _ ბავშვობიდან ინვალიდმა კაცმა თავისი ცხოვრება საყვარელ კლუბს მიუძღვნა. მოგვიანებით სფფ-ის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იტყვის, რომ შევარდნაძემ 40 წლის წინ შექმნა 21-ე საუკუნის პრეზიდენტის სახე. იგი დაბადებული იყო ფეხბურთისთვის და ფეხბურთელზე ერთი ცუდი სიტყვაც არასდროს დასცდენია მთელი 25 წლის მანძილზე. როცა ამა თუ იმ საკითხს შალიკო კაკაბაძეც ვერ წყვეტდა, მაშინ საქმეში უკვე “მძიმე არტილერია” _ ევგრაფი შევარდნაძე ჩაერთვებოდა. რა თქმა უნდა, ედუარდ შევარდნაძის ძმას უარს ვერავინ გაუბედავდა.

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ იმ დროს, ფეხბურთის მატჩების უმეტესობა ჩაწყობილი იყო. რა თქმა უნდა, ამ “ხერხს” გურულებიც მიმართავდნენ. თუმცა, როგორც ამბობენ, უშუალოდ ამ საქმეში ბატონი ევგრაფი არ ერეოდა, ერთი ეგ იყო, რაც შეეძლო, კლუბს ფინანსურად ეხმარებოდა, ხელფას-პრემია, ფაქტობრივად, სახლში არ მიჰქონდა, ბევრი თანამოაზრეც ჰყავდა და… როცა თამაშის ყიდვაზე სიტყვას გადაუკრავდნენ, ევგრაფი აღშფოთდებოდა თურმე, ყველაზე კაი ხელფასი ჩვენებს აქვთ და კეთილი ინებონ და პატიოსნად მოიგონო. რუსეთის ერთ ქალაქში, როცა “გურია” 0:3-ს აგებდა და შეეშინდათ, ევგრაფს ეგ როგორ ვუთხრათო, იმდენი “იჩალიჩეს”, სტადიონის ელექტრიკოსს “პოლლიტრა” უყიდეს და განათება მოკლე ჩართვით გაათიშვინეს. მეორე დღეს გათამაშება ლანჩხუთელებმა მოიგეს. ევგრაფი შევარდნაძის გავლენა განუზომელი გახლდათ თურმე _ ერთხელ, შალვა კაკაბაძეს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი მოსწონებია და კოლეგისათვის, მურთაზ ხურცილავასათვის მისი დათმობა უთხოვია. ლეგენდარულ ქართველ მობურთალს უთქვამს _ მომეცი შევარდნაძე და მთელ გუნდს დაგითმობო.

სანამ დიეგო მარადონა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გოლს ხელით გაიტანდა და შემდეგ ამას “ღმერთის ხელს” უწოდებდა, ხელით გოლი “გურიის” ფეხბურთელმა, ამირან სევასტოპულომაც შეაგდო, თანაც გადამწყვეტ და უპრინციპულეს შეხვედრაში. იმ სეზონში “გურიასა” და სამტრედიის გუნდს შორის უნდა გადაწყვეტილიყო პირველი ლიგის საგზურის მფლობელის ვინაობა. სამტრედიელებს მაშინ კახა კალაძის მამა კარლო კალაძე ხელმძღვანელობდა. “გურიას” უმნიშვნელოვანეს შეხვედრა ჰქონდა ყაზანში. მთელი სამტრედიაც იქ არის ჩასული და ადგილობრივებს ქომაგობს. “გურია” მოგებით საგზურს ინაღდებს. ბოლო წუთებზე, როცა 0:0 იყო, კალაძე კაკაბაძეს აშაყირებს _ მოგიწია ხონში წასვლა, ლანჩხუთისკენ შენთვის გზა გადაკეტილია, არავინ შეგიშვებს გურიაშიო. კაკაბაძემ თავდამსხმელ სევასტოპულოს დაუძახა გაბრაზებულმა _ ფეხით ვერ იტან, თავით ვერ იტან, ხელით მაინც შეაგდე-მეთქი! მართლაც, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მეკარემ ხელში დაიჭირა. მსაჯი ცენტრისკენ გარბის, სევასტოპულომ ხელით წაართვა ბურთი და კარში ფეხით შეაგორა! მსაჯებმა ვერ ან არ დაინახეს ხელით თამაში და გოლი ჩაითვალა. ყაზანელები მსაჯს მიცვივდნენ, ედავებიან. არბიტრმა ორი მათგანი გააძევა. სავარაუდოდ, გურულებს მსაჯებზე წინასწარ ჰქონდათ “ნამუშევარი”, ხოლო სამტრედიელებს აშკარად მასპინძლები ჰყავდათ “წახალისებულები”. მასპინძლებმა თამაში მიატოვეს. კაკაბაძემ ჭკუა იხმარა, მასპინძლები დააშინა _ “ფუტბოლ-ჰოკეის” წარმომადგენელი ვიქტორ პონედელნიკი ამ ამბავს მოსკოვში ჩაიტანს და საერთოდ მოგხსნიანო. ამან გაჭრა და “გურია” პირველ ლიგაში გადავიდა!

ეს დიდი ამბავი იყო იმ დროს _ საქართველოს სსრკ-ის პირველ ლიგაში მეორე გუნდი ეყოლებოდა ქუთაისის “ტორპედოს” შემდეგ. გუნდი კოპიტნარში ჩამოფრინდა. ტრაპთან გურულებს ქუთაისის ქალაქკომის მდივანი, ნატანების კოლმეურნეობის თავმჯდომარე გივი წითლიძე, ევგრაფ შევარდნაძე და ათასამდე ლანჩხუთელი ქომაგი დახვდა. მათი ორგანიზებული ჩაყვანა ევგრაფ შევარდნაძემ თავისი “ატეკის” ტრანსპორტით მოახერხა. აეროპორტი ხალხით იყო სავსე. კოპიტნარიდან ლანჩხუთამდე ხალხი იყო გამოსული, შალვა კაკაბაძემ კალაძის გაშაყირება განიზრახა და კოლონით სამტრედიაში “შევლა” გადაწყვიტა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა _ სამტრედიელებს თადარიგი დაეჭირათ და უშიშროებამ ზედმეტი გართულებების ასაცილებლად, “გურიას” ქომაგთა კოლონა სამტრედიაში შესასვლელი ხიდიდან უკან გამოაბრუნა. ისედაც საგზური ცხვირწინ აწაპნეს ლანჩხუთელებმა და სამტრედიელებმა მთავარი მეტოქის ზეიმი საკუთარ ქალაქში აღარ ისურვეს!

ალბათ, არსად ისეთი დაუნდობელი არ არის დერბი საქართველოში, როგორც გურიაში _ ლანჩხუთისა და ოზურგეთის სპორტული დაპირისპირების ინტრიგები ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ერთხელ “მერცხალმა” “გურიას” 5:2 მოუგო და დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის ჩემპიონობა ცხვირწინ ააცალა. “გურიას” ფეხბურთელებს წინადღით თანაგუნდელის ქორწილი ჰქონდათ, ნაბახუსევზე იმედი ჰქონდათ, თანაკუთხელები თამაშს დაუთმობდნენ, მაგრამ მწარედ შეცდნენ. სამაგიეროდ, მომდევნო სეზონში “გურიამ” 8:2-ით “მერცხალი” პირველი ლიგისკენ გაისტუმრა. საქართველოში, სადაც “ახლობლობა მოსულა”, ერთადერთი, რის ანგარიშსაც ვერ პროგნოზირებენ, გურული დერბია _ აქ დათმობა და მიცემ-მოცემობა გამორიცხულია! შალიკო კაკაბაძე ამბობდა თურმე _ ამ სეზონში მე-15-ზე (16-გუნდიან ჩემპიონატში!) გავიდეთ და გავვარდეთ ლიგიდან, ოღონდ _ ოზურგეთი იყოს ჩვენს ქვემოთო. ეს ხუმრობა ორივე მხარეს ლამის დევიზად ჰქონდათ, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა, რომ რომელიმეს გავარდნა სურდა, მაგრამ ყველაზე “პრესტიჟული” ის იყო, თუ ვინ იქნებოდა უფრო მაღალ ადგილზე და ვინ მოიგებდა დერბის!

დასასრულ, ჩვენც ვუერთდებით მილოცვებს და “გურიის” ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ თავკაცს წარმატებებს და ჯანის სიმრთელეს ვუსურვებთ!

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025
სპორტი

“ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“ _ მერაბ ჟორდანია “გურიაში“ ბრუნდება

21:56; 26 ნოემბერი, 2025
სპორტი

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა

19:20; 22 ნოემბერი, 2025
სპორტი

ოზურგეთელი იური ლომაძე მსოფლიო რეიტინგების ხუთეულშია!

09:41; 21 ნოემბერი, 2025

სამარილეში ჩასხმული ზეთით განათებული ცხოვრება

კიდევ ერთი განსაკუთრებული საქმე სტრასბურგში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4.12.2025
ფინანსები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

17:54; 4.12.2025
სამართალი

სოფელში პირუტყვი მოიპარეს

17:42; 4.12.2025
ფინანსები

სუხიშვილების გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” გრძელდება – სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

17:28; 4.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 4.12.2025
სამართალი

საია: შსს არ ასრულებს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს

16:48; 4.12.2025
საზოგადოება

ცნობილი ბიზნესმენი დააყაჩაღეს

16:18; 4.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურში საახალწლო ნაძვის ხეს აწყობენ

15:41; 4.12.2025
ფინანსები

130 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

15:06; 4.12.2025
სამართალი

3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

14:53; 4.12.2025
სამართალი

ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

14:38; 4.12.2025
ფინანსები

დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

14:27; 4.12.2025
საზოგადოება

თოვა და ლიპყინული – ჩოხატაურის მერია მოსახლეობას ბახმაროს მიმართულებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას მოუწოდებს

14:14; 4.12.2025
მსოფლიო

რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

13:36; 4.12.2025
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“  კამპანია  – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

13:15; 4.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

13:15; 28.11.2025
0

“რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

13:06; 28.11.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო