https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კიდევ ერთი განსაკუთრებული საქმე სტრასბურგში

2:01; 25.01.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ პატიმრის საქმე ევროსასამართლომ “განსაკუთრებულ საქმეთა” ნუსხაში შეიტანა. 2011 წელს, სტრასბურგიდან ამის დამადასტურებელი წერილი მოვიდა. 2011 წელსვე, სახალხო დამცველმა სარეკომენდაციო წერილით მიმართა იუსტიციის საბჭოს, სადაც ის ამ საქმის განმხილველი სამი მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღძვრას ითხოვდა. გიორგი ტუღუშის მოთხოვნას რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.

სულ რამდენიმე დღის წინ კი, პატიმარ ირაკლი კერესელიძის საქმესთან დაკავშირებით, ევროსასამართლომ მეორე წერილი გამოგზავნა, რომლითაც იუწყებოდა, რომ ამ “განსაკუთრებულ საქმეს” 2012 წელს წელს განიხილავენ _ სტრასბურგში კიდევ ერთი ქართული საქმე დაიდება სამსჯავროზე.

მასალებისა და იმ დარღვევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ქართულმა მართლმსაჯულებამ ჩაიდინა, საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას უნდა ველოდეთ.

2010 წელს, სასამართლოს შენობაში, ირაკლი კერესელიძეს სტრასბურგიდან საქმის გამოტანას აიძულებდნენ, რის სანაცვლოდაც სასჯელის გადავადებას პირდებოდნენ. სასამართლოს შენობაში, პატიმრების მოსაცდელ ადგილას, მას ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ჩაუტანეს, რომელსაც მხოლოდ კერესელიძის ხელმოწერა სჭირდებოდა. უარის მიღების შემდეგ, კერესელიძე ციხეში დააბრუნეს.

ირაკლი კერესელიძის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც სრულდება სიტყვებით _ “ექსკლუზიურად უკანონო პატიმრისგან”, ვკითხულობთ: “2010 წლის 30 სექტემბერს, მაიძულებდნენ, ხელი მომეწერა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტისთვის, რომლითაც მე სტრასბურგიდან ჩემს განაცხადს გამოვიტანდი და იმას დავადასტურებდი, რომ ჩემს მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებაში თავს დამნაშავედ ვცნობდი, რომლის შემდეგაც მე გადამივადებდნენ სასჯელს და შევძლებდი ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრის _ 73 წლის, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე დედის მონახულებას…”

“ექსკლუზიურად უკანონო” საქმის მასალები სტრასბურგისთვის

საქმეს, რომელშიც საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლო დღემდე ვერ გარკვეულა, ამ წელს ევროსასამართლო განიხილავს. შევეცდებით, თანმიმდევრულად მივყვეთ იმ ფაქტებს, რომლებზედაც უახლოეს მომავალში კვალიფიციური მოსამართლეები იმსჯელებენ.

1995 წლის 22 აგვისტოს, გარდაბნის პოლიციამ, ლოჭინის ხეობაში ორი ადამიანის დანაწევრებული გვამი აღმოაჩინა. სხეულის დანარჩენ ნაწილებს, რამდენიმე დღის შემდეგ, წმინდა ბარბარეს სასაფლაოს ტერიტორიაზე მიაგნეს.

პოლიციამ დააკავა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსის თანაშემწე, 20 წლის ირაკლი კერესელიძე. გამოძიებამ განაცხადა, რომ კერესელიძემ დანაშაული აღიარა, მაგრამ ჩვენებები აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი იყო.

დაკითხვების პერიოდში, კერესელიძის ბინაში ორჯერ ჩატარდა ჩხრეკა. პოლიციამ იატაკიც აყარა, მაგრამ ბინაში არანაირი სამხილი არ აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, ორჯერ პირწმინდად გაჩხრეკილ ბინაში, გამოძიებამ კიდევ ერთი ჩხრეკა დანიშნა და ამოიღო სისხლიანი ხერხი, რითაც, გამოძიების ვერსიით, კერესელიძემ გვამები დაანაწევრა.

უზენაესმა სასამართლომ, ირაკლი კერესელიძეს, მსჯავრი დასდო ორი ბიზნესმენის მკვლელობაში, რომლებიც, განაჩენის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაახლოვების გზით, საკუთარი წარმოების სახელმწიფო სესხით დაკრედიტებას ცდილობდნენ. კერესელიძეს სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯეს.

კერესელიძესთან ერთად, დანაშაულის დაფარვისთვის, გაასამართლეს მისი დედა, ელენე ჩიკვაიძე. მას, დანაშაულის დაფარვისთვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პატიმრობის პირველ წლებში, დედა-შვილი, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვერ ახერხებდა. მიდიოდა თუ არა მათი წერილები ადრესატამდე, დღემდე არ იციან. უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციით მიღებული სასიკვდილო განაჩენი ისე შევიდა ძალაში, რომ არ გასაჩივრებულა.

2001 წელს, ირაკლი კერესელიძემ, სკანდალური განცხადებებით სცადა ყურადღების მიქცევა _ ის მკვლელობას სპეცსამსახურებს, მაღალი თანამდებობის პირებსა და მისტიკურ რიტუალებს უკავშირებდა. ამას, საზოგადოების მწვავე რეაქცია და სასამართლო პროცესები მოჰყვა. შედეგად, კერესელიძეს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს _ გაქცევის მცდელობა.

კერესელიძემ დანაშაულები არ აღიარა. მან, სიკვდილმისჯილთა საკანში, ერთი წელი და ხუთი თვე, განაჩენის აღსრულების მოლოდინში გაატარა. მთლიანად თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კი 14 წელი დაჰყო.

ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში, საქართველოს ხელისუფლებამ, ევროსაბჭოში გაწევრიანების წინ, სასიკვდილო განაჩენების აღსრულებაზე, ჯერ მორატორიუმი გამოაცხადა, შემდეგ კი სასჯელის ეს ზომა საერთოდ გააუქმა.

1997 წელს, დახვრეტამისჯილი პატიმრები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიწყალეს და სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ. კერესელიძე, სიკვდილმისჯილთა საკნიდან გამოიყვანეს და 2015 წლის 24 აგვისტოს, თავისუფლებაც უნდა მიეღო.

მართლმსაჯულების არითმეტიკა _ 2002+13 =2016

2006 წელს, კერესელიძე გაქცევის მცდელობისთვის გაასამართლეს. გაქცევის მცდელობის და მკვლელობის სასჯელების ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, საქალაქო სასამართლომ, მას სასჯელად 13 წელი და 6 თვე დაუდგინა. მოსამართლემ განაჩენში ჩაწერა, რომ სასჯელის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2002 წლის 29 მარტიდან და სასჯელის მოხდის დასასრულად უნდა განსაზღვრულიყო 2016 წლის 29 სექტემბერი.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჯერ გაგრის მოსამართლედ დაინიშნა, ხოლო 2006 წელს, პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დააწინაურა.

დაწინაურებულმა მოსამართლემ დაუშვა აშკარა არითმეტიკული შეცდომა _ ორიათასორს მიუმატა ცამეტი და მიიღო ორიათას თექვსმეტი. შესაბამისად, განაჩენში 2015-ის ნაცვლად, 2016 წელი ჩაწერა.

თუმცა, მოსამართლემ არითმეტიკული შეცდომა ერთი თვის შემდეგ თვითონვე გამოასწორა და გამოცა დადგენილება განაჩენში უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე. ამჯერად, მან 2002-ს უშეცდომოდ მიუმატა ცამეტნახევარი და სასჯელის დასრულების ვადად, დაადგინა 2015 წლის 29 სექტემბერი.

განაჩენში ბუნდოვანია სასჯელის ათვლის თარიღიც. სასჯელის დაწყების თარიღად, მოსამართლემ 2002 წელი მიუთითა. ამ დროისთვის კი, კერესელიძეს მოსახდელი ჰქონდა არა ცხრა, არამედ 13 წელი. 2002 წლიდან ათვლის შემთხვევაში, ჯამური სასჯელი ჩვიდმეტწელიწადნახევარი იქნებოდა და კერესელიძეს, სასჯელის ვადა 2019 წლის 29 სექტემბერს გაუვიდოდა და არა 2015 წელს.

ადვოკატი მანანა კობახიძე: “იმის მიუხედავად, რომ ამ განაჩენში დაშვებული იყო როგორც არითმეტიკული, ასევე ლოგიკური შეცდომები, განაჩენით ცალსახად იყო განსაზღვრული სასჯელის ზომა, მისი დასაწყისი და დასასრული.რეალურად, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის საუარესოდ, შესაძლებელი იყო მხოლოდ პროკურორის მხრიდან ამ დარღვევების გასაჩივრების შემთხვევაში და რადგან ეს საკითხები პროკურატურას სადავოდ არ გაუხდია, ცვლილების შეტანა ამ განაჩენში, დაუშვებელი იყო.

თუმცა, პრეზიდენტის რჩეული მოსამართლის ალოგიკურ მსჯელობას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. 2015 წლის 29 სექტემბერი კი, როგორც კერესელიძის სასჯელის დასრულების თარიღი, კანონიერ ძალაში შევიდა”.

სასამართლო დავების ისტორია

ირაკლი კერესელიძემ უზენაეს სასამართლოს მიმართა და პრეზიდენტის შეწყალება იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ ბრძანებულების გამოცემის დროს, სისხლის სამართლის კოდექსი ოცწლიან სასჯელს არ ითვალისწინებდა. სიკვდილით დასჯის შემდეგ, მაქსიმალური სასჯელი 15 წელი იყო.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა კერესელიძის საჩივარი, ჩამოაკლო მას მკვლელობისთვის მისჯილი 20 წლიდან 5 წელი და ამ დანაშაულისთვის სასჯელის ზომად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ეს განჩინება გამოიტანა უზენაესი სასამართლოს სამეულმა _ იური ტყეშელაშვილმა, ზაზა მეიშვილმა და დავით სულაქველიძემ. უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, მანანა კობახიძის თქმით, ხარვეზიანი და ბუნდოვანი იყო.

მანანა კობახიძე: “სასამართლო ვალდებული იყო, დაედგინა არა მხოლოდ მოსახდელი სასჯელის ზომა, არამედ ზუსტად მიეთითებინა სასჯელის მოხდის დასაწყისი და დასასრული, რათა მსჯავრდებულისთვის ცნობილი ყოფილიყო, როდის დაასრულებდა სასჯელის მოხდას. რადგან 2006 წლის საბოლოო განაჩენის მიხედვით, იგი უნდა გათავისუფლებულიყო 2015 წელს და უზენაესი სასამართლოს მიერ ხუთი წლით სასჯელის ვადის შემცირება, პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ განაჩენში, ავტომატურად არ აისახებოდა.

კერესელიძემ უზენაეს სასამართლოს საჩივრით მიმართა. მას სურდა, რომ მკვლელობისთვის მისჯილი სასჯელის 5 წლით შემცირება ასახულიყო იმ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც, სასჯელის ვადა 2015 წლის 29 სექტემბერს ეწურებოდა და სასამართლოს ერთხელ და სამუდამოდ დაედგინა სასჯელის ამოწურვის ვადა”.

სასამართლომ გამოსცა განჩინება ბუნდოვანების აღმოფხვრის შესახებ: “პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის საჩივარი საფუძვლიანია და უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში, ი. კერესელიძის მიმართ დაშვებულია ბუნდოვანება უზუსტობა. კერძოდ, არ არის დაზუსტებული მსჯავრდებულისთვის საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი და მისი ათვლის თარიღი, რაც უნდა გასწორდეს.”

შესაბამისად, სასამართლომ, კერესელიძის ცამეტწელიწადნახევრიან სასჯელს 5 წელი გამოაკლო, საბოლოოდ განუსაზღვრა სასჯელი 8 წლითა და 6 თვით და ათვლის თარიღად 2002 წლის 29 მარტი დაადგინა. რის შედეგადაც, სასჯელის დასრულების ვადამ 2015 წლის 29 სექტემბრიდან, 2010 წლის 29 სექტემბრამდე გადმოინაცვლა.

უზენაესი სასამართლო სააპელაციოს წინააღმდეგ

მკვლელობის ნაწილში, სასჯელის ოდენობაზე საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ, კერესელიძემ სასჯელი გაქცევის მცდელობის ნაწილშიც გაასაჩივრა.

გაქცევის საქმე, თავის დროზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და კერესელიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, საქმე გამოძიებაში დაბრუნდა. 2006 წელს, საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დალი მეტრეველმა, საქმე ხელმეორედ განიხილა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კერესელიძეს ოთხწელიწადნახევარი მიუსაჯა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოს უფლება არ აქვს, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თუ საქმის გადასინჯვა ხდება მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.

გაქცევის მცდელობის საქმე, ძიებაში სწორედ მსჯავრდებულის ანუ კერესელიძის საჩივრის საფუძველზე დაბრუნდა და მოსამართლე მეტრეველის მიერ სასჯელის წელიწადნახევრით დამძიმება აშკარა უკანონობა იყო.

კერესელიძე განაჩენს სწორედ ამ მოტივით ასაჩივრებდა და ეს მოთხოვნა რომ სრულიად კანონიერი იყო, უზენაესი სასამართლოს განჩინებამ დაადასტურა. კერესელიძეს, ოთხწელიწადნახევრიდან წელიწადნახევარი ჩამოაკლეს.

ამ განჩინების შემდეგ, კერესელიძეს არითმეტიკულად, ლოგიკურად და სამართლებრივად, 7-წლიანი საპატიმრო ვადა 2002 წლიდან ათვლის პირობით, 2009 წლის 29 მარტს უნდა გასვლოდა, მაგრამ კერესელიძე ისევ ციხეშია და მისი სასჯელის ათვლისა და გასვლის ვადა, ჯერ კიდევ დაუდგენელია.

მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლო იხილავდა კერესელიძის საჩივარს და სისხლის სამართლის საქმეც ფიზიკურად უზენაეს სასამართლოში ინახებოდა, სააპელაციო სასამართლომ, საკუთარი ინიციატივით წამოიწყო წარმოება.

მანანა კობახიძე: “სამი მოსამართლე _ მაია თეთრაული, ნაირა გიგიტაშვილი და მაია ივანიძე, 3 აპრილს სხდებიან და მაშინ, როცა, საქმე ფიზიკურად ხელთ არ აქვთ, რადგან ეს საქმე სასამართლოს შენობაშიც კი არ იყო, ოთხი თვის წინათ გამოტანილ განაჩენში შეაქვთ ფორმალურად დაზუსტება, მაგრამ სინამდვილეში, არსებითად ცვლიან განაჩენს. მოსამართლეებმა, კერესელიძის სასჯელის ვადის ათვლის თარიღი 2002 წლიდან გადმოიტანეს 2006 წელში. მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს განაჩენში უზუსტობის აღმოფხვრის პროცედურას, მაგრამ უპირველესად, ეს უნდა ხდებოდეს საქმის მასალებზე დაყრდნობით და არ უნდა ცვლიდეს განაჩენის არსს და მით უმეტეს, სასჯელის ზომას”.

ამ, ეგრეთ წოდებული, უზუსტობის აღმოფხვრით, მოსამართლეებმა: თეთრაულმა, გიგიტაშვილმა და ივანიძემ, საქმის მასალებისა და საპროცესო კანონმდებლობის გვერდის ავლით, კერესელიძეს სასჯელი ოთხი წლით მოუმატეს. მისი გათავისუფლების თარიღმა, 2009 წლის 29 მარტიდან გადაიწია 2013 წლის 12 აპრილამდე.

მანანა კობახიძე: “იმის გარდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ოთხი წლით სრულიად უკანონოდ დაუმძიმა სასჯელი კერესელიძეს, ამ განჩინებით, განახორციელა კიდევ ერთი უხეში დარღვევა _ მან სამართლებრივად და ფაქტობრივად, შეცვალა უზენაესი სასამართლოს მიერ ერთი წლით ადრე დადგენილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. სადაც წერია, რომ განჩინება საბოლოოა, არ საჩივრდება და რომ კერესელიძეს სასჯელის მოხდა 2002 წლიდან უნდა დაწყებოდა”.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მართლაც უკანონო იყო, უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ; მაია ოშხარელმა, პაატა სილაგაძემ და ლევან მურუსიძემ, საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა განჩინებაში, სადაც აშკარა პრეტენზია გამოხატეს სააპელაციო სასამართლოს მისამართით: “სააპელაციო სასამართლომ, კერესელიძის მიმართ, სასჯელის საბოლოო ვადის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს განჩინება _ ირაკლი კერესელიძეს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და ექვსი თვით, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 29 მარტიდან”.

უზენაესის ბუნდოვანებანი და უზუსტობანი

მსჯავრდებული ირაკლი კერესელიძე, რომელიც 1995-96 წლებში უნდა დაეხვრიტათ და 2009 წელს უნდა გაეთავისუფლებინათ, რომლის სასჯელის ვადების არასწორი ათვლის გამო, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ღია შენიშვნით მიმართეს, ისევ სასჯელის ბუნდოვანების აღმოფხვრის საჩივრებს ამუშავებს, რადგან უზენაესი სასამართლოს შავმანტიიანმა მოსამართლეებმა, რომლებმაც ფაქტობრივად, დააკანონეს კერესელიძის 2009 წლის 29 მარტს გათავისუფლების თარიღი, იმავე განჩინებაში, რომელშიც ეს თარიღი კანონიერად აღიარეს, ჩაწერეს, რომ კერესელიძეს 7 წლიანი სასჯელის ათვლა არა 2002 წელს, არამედ 2006 წლიდან უნდა დაწყებოდა.

ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეებმა, 2009 წლის 7 აპრილს მიიღეს, მაშინ, როცა კერესელიძე, ფაქტობრივად, 8 დღის უკანონო პატიმარი იყო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

გიორგი სახოკია: პოლიციამ ბოლო 48 საათში 75 პირი დააკავა

11:47; 5 დეკემბერი, 2025

გია ქურიძე უხელმძღვანელებს

ახალ რაიონში მცხოვრები დევნილები გათბობისა და საარსებო მინიმუმის გარეშე არიან

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო