(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის “გურიას” სამი ახალწვეული ჰყავს _ მეკარე არდალიონ მიქაბერიძე, ნახევარმცველი ლაშა ჯანგიძე და თავდამსხმელი გია თოდუა. სამივე მათგანს უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. ჯანგიძეს თბილისის “სპარტაკში” გიგლა იმნაძის ხელმძღვანელობით უკვე უთამაშია. სამშაბათს, გუნდში პირველად ივარჯიშა მეკარე მიქაბერიძემ. ამჟამად “გურია” ვარჯიშებს ნიგოითის სტადიონზე ატარებს. მორიგ საკონტროლო მატჩს კლუბი დღეს გრიგოლეთში საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართავს _ “გურია” თანალიგელ ბათუმის “დინამოს” ეთამაშება. შეგახსენებთ, რომ გუნდმა წინა სამივე მატჩი მოიგო _ “მერცხალთან” (4:1), ფოთის “კოლხეთსა” (2:0) და ზუგდიდის “ბაიასთან” (2:1).
Developed By Web Features 2024 © All rights reserved