ოზურგეთში დიდთოვლობისგან შექმნილი სიძნელეების დასაძლევად, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს საგანგებო რეჟიმში მოუხდათ მუშაობა.
მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უამინდობა გრძელდება, დასუფთავების სამსახურის უნიფორმიანი თანამშრომლები, ჩვეულ სამუშაო რიტმში აგრძელებენ საქმიანობას თავიანთ სამუშაო უბნებზე. იწმინდება თოვლისგან დამტვრეული ხის ტოტები და ჩახერგილი ტროტუარები, მოედნები.
როგორც აღნიშნულ სამსახურში ამბობენ, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, დასუფთავების სამსახური საწვავით მომარაგებულია და ტექნიკაც გამარეთული აქვს.