https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩვენ არ გვაქვს განცდა, რომ ყველაფერი კარგადაა”

3:02; 14.02.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრები გრძელდება. მათი განცხადებით, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია _ ისინი ადგილზე უკეთ იგებენ, რა პრობლემები აწუხებთ რეგიონებში. საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტებული ჟურნალისტისთვის საინტერესო იქნებოდა ამ გასვლით შეხვედრებზე დასწრება, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს შესთავაზა კიდეც ჩემი ამ ფორმატში ჩართვა, თუმცა, დეპუტატი, თურმე, “გაუფრთხილდა შორ გზაზე ჟურნალისტის წასვლას და ზედმეტად შეწუხებას”(?!).

პარლამენტის რეგიონული და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ბალავაძე, რომელიც ახლახან იმყოფებოდა ლანჩხუთში, გურიაში კიდევ ბევრ შეხვედრას გეგმავს.

_ თვითმმართველობის რეფორმის პირველი ეტაპი დასრულებულია. ძირითადი კანონმდებლობა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ჩვენ მიერთებული ვართ თვითმმართველობის ქარტიას და ყველა იმ პირობას ვპასუხობთ, რაც გვაქვს აღებული. მეორე ეტაპი იქნება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება. მათ აქვთ კანონით განსაზღვრული კომპეტენციები, საკუთარი უფლებამოსილებები, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ეს სრულფასოვნად ვერ ხორციელდება, რისი მიზეზიც არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ტექნოლოგიების არქონა, ასევე ცოდნა, გამოცდილება. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს.

_ რაში გამოიხატება დახმარება?

_ მთავარია, მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ მიიღოს ყველა სერვისი სწრაფად და ხარისხიანად. მუნიციპალიტეტებს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. ტექნიკური რეგულაციის ნორმები მათი დასამტკიცებელია. ზოგ მუნიციპალიტეტს აქვს, ზოგს _ არა. სივრცითი ტერიტორიული მოწყობის გეგმის შექმნა დიდი თანხებთან არის დაკავშირებული, დაახლოებით, 200 ათასი ლარი ჯდება, რისი საშუალებაც არ აქვთ. ასევე, მთავარი მიმართულებაა რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის არსებობა. 2010-2017 წლებში გაწერილია სამოქმედო გეგმა. ნელ-ნელა ვცდილობთ, რეგიონული მასშტაბით დაითვალოს, ქვეყანაში რისი ექსპორტი და იმპორტი ხდება. სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთად ვცდილობთ, მივიღოთ ინფორმაცია, რაც დაგვეხმარება, შევიმუშაოთ კონკრეტული გეგმა.

_ როგორია რეგიონული განვითარების სტრატეგია?

_ ამ ეტაპზე რეგიონის დეფინიცია ბუნდოვანია _ სანამ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, კონსტიტუციაში ღიად გვაქვს დატოვებული ტერიტორიული მოწყობის საკითხი. აფხაზები და ოსები ჩვენი თანამემამულეები არიან. ამიტომ, საბოლოოდ როგორი ტერიტორიული მოწყობა გვექნება, მათთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ. დღეს შეგვიძლია, ვისაუბროთ ამა თუ იმ რეგიონის ეკონომიკურ-სოციალურ ერთობაზე. ეს არ არის სამართლებრივი ტერიტორიული დაყოფა, სამომავლოდ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით. რეგიონების განვითარება, თავისთავად, მუნიციპალიტეტების განვითარებას გულისხმობს. გუბერნიები ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებაა, რომელთა საშტატო ერთეული მცირეა. რეგიონული ინსტიტუციების განვითარებისთვის გუბერნიასთან იქმნება გუბერნატორთა საბჭოები, სადაც შედიან ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ხდება ინფორმაციის გაცვლა.

_ რა შეცვალა თვითმმართველობის არჩევნებმა?

_ 2009 წლის ცვლილებების შედეგად მივიღეთ უფრო ჩამოყალიბებული მოდელი. მთავარი იყო, მუნიციპალიტეტებში კომპეტენციის გამიჯვნა. ბევრი ფუნქცია დარჩა გამგებელს. საბოლოოდ, მთავარი პოლიტიკური ფიგურა გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც არჩევითი თანამდებობის პირია. მუნიციპალიტეტის მართვა იგივეა, რაც ქვეყნის მართვა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ აქვს მუნიციპალიტეტების მართვის ისეთი გამოცდილება, როგორც ევროპულ სახელმწიფოებს. იქაური მერი დიდი კომპეტენციების მატარებელია. ნელ-ნელა ჩვენთან ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციები გადადის მუნიციპალიტეტებზე. მართვის თვალსაზრისით უფრო ადვილია, დღესდღეობით, რა მოვალეობებიც აქვთ, ის განახორციელონ სრულფასოვნად.

_ რატომ ვერ ახორციელებენ სრულფასოვნად?

_ იმიტომ, რომ არა აქვთ შემოსავალი. აკეთებენ იმას, რისი საშუალებაც აქვთ. მართვის სისტემების დანერგვა, კონკრეტული ნორმატიული აქტების არსებობა _ ეს არის სფეროები, რომლებიც ყველა სახელმწიფოში ვითარდება. მაგალითად, მიწის მართვის ეკონომიკა, ადგილზე ურბანული განვითარება. ეს ცოცხალი პროცესებია და მოითხოვს მუდმივ განახლებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რეგიონული განვითარება, როცა მუნიციპალიტეტების ერთმანეთზე მიბმა ხდება. წარმოუდგენელია, ლანჩხუთის განვითარების გეგმა დადო და ის არ იყოს მიბმული ჩოხატაურზე და ოზურგეთზე. ეს არის ბუნებრივი ერთეულები, რაც არსებობდა ისტორიულად. თვითმმართველობა არის ყველაზე ახლომდგომი არჩევითი ორგანო. ადგილობრივებს ხელმისაწვდომობის კუთხით არ უნდა შეექმნათ პრობლემა. ორგანულ კანონში შევცვალეთ გამგებლის რწმუნებულების დასახელება _ მათ დაერქვათ მუნიციპალიტეტის რწმუნებულები. დავიწყეთ სოფლის სახლების მშენებლობა. ისინი გვინდა დავაკავშიროთ ერთიან მონაცემთა ბაზასთან, როგორიც არის იუსტიციის სახლი შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან. ადამიანს შეუძლია, მივიდეს იქ და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია. აქტიურად ვთანამშრომლობთ თვითმმართველობის ასოციაციასთან. მასთან ერთად ყოველ წელს გვაქვს სამხარეო შეხვედრები, რომლებშიც ჩართულები არიან არა მარტო მაჟორიტარი დეპუტატები, არამედ პროპორციული სიით გასული დეპუტაცია. პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ხვდება როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე მოსახლეობას. შეხვედრებს კოორდინირებას უწევს ჩვენი კომიტეტი.

_ ეს შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატში მიმდინარეობს?

_ შეუძლიათ, გადახედონ წინა წლების შეხვედრებს _ მაშინაც არანაკლები ინტენსივობით ტარდებოდა მსგავსი შეხვედრები. კომიტეტი მედიაციის ფუნქციასაც ასრულებს მუნიციპალიტეტსა და სხვადასხვა სამინისტროს შორის. საარჩევნოდ ჩვენც დავგეგმავთ შეხვედრებს სხვა პარტიების მსგავსად.

_ ასეთ შეხვედრებს არ ესწრებიან საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

_ ჩვენ მივდივართ სოფელში და ვისაც აქვს სურვილი, მოდის. არანაირი შეზღუდვები არ არის. NDI-სთან ერთად ვიწყებთ პროექტს _ ჩვენი კომიტეტი, ადგილობრივი მედია და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ჩავალთ მუნიციპალიტეტებში, ავირჩევთ 5 მთავარ საკითხს და განვიხილავთ. სოფლის მცხოვრებლები კმაყოფილი არიან სოფლის დახმარების პროგრამით.

_ თუმცა, საუბრობენ, რომ გამგებელი იღებს ამ თანხის განკარგვის გადაწყვეტილებებს.

_ მეც მომისმენია ეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებისგან, თუმცა, ადგილზე გასაუბრებისას სხვა ვითარება მინახავს. ხალხი კმაყოფილია ამ პროგრამით.

_ შეხვედრა გქონდათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, იყო ბევრი დაპირება…

_ ლანჩხუთში ბევრი პრობლემაა. თუმცა, შედარება არ არის, რაც იყო ოთხი წლის წინ. გვთხოვეს, სკოლის პირველი და მეორე სართულის გარემონტება. ვუთხარით, რომ გავურემონტებთ მთლიანად. რამდენიმე სოფელში არის გაზიფიცირების პრობლემა. თუ 25%-ზე მეტი იქნება თანახმა, შევიყვანთ კომპანიას, დაეხმარება გამგეობა. ლელობურთის მუზეუმისთვის გამოყოფილია თანხები. საუბარი იყო სანიაღვრე სისტემის აღდგენაზე _ ძირითადი არხები გაწმენდილია. ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრ ადგილას ჩავიდეთ. ადგილზე ვნახოთ, რა კეთდება და დავსახოთ სამომავლო გეგმები. “სოფლის სახლებში” დავესწარით ბიუჯეტის განხილვას _ ადგილობრივები ისხდნენ თბილ შენობაში საკმაოდ კომფორტულად. ასეთ შეხვედრას ცივილური ფორმა ჰქონდა. ვმუშაობთ საგანმანათლებლო კუთხით, იგეგმება გაცნობითი ტურები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს ცენტრები. დღეს გლეხს გააჩნია საოჯახო მეურნეობები, თუმცა, ის მას არ უყურებს, როგორც ბიზნესს. ეს უნდა ასწავლო. მინდა ვთქვა, რომ რეგიონებში ცხოვრების დონე გაუმჯობესებულია.

_ რასაც ვერ ვიტყვით გურიაზე _ იქ მძიმე სოციალური ფონია.

_ ამიტომ, აუცილებელია კერძო ბიზნესის განვითარება, რომ ის იყოს მთავარი დამსაქმებელი და არა სახელმწიფო. ჩვენ არ გვაქვს ის განცდა, რომ ყველაფერი კარგადაა. ნელ-ნელა პრობლემები უნდა დავძლიოთ და გავაუმჯობესოთ ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

DRI : ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს

15:38; 23 დეკემბერი, 2025

ბლაგიძე, თენეიშვილი თუ...

რატომ დააჯარიმეს "პროკრედიტ ბანკი"

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

19:02; 23.12.2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23.12.2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23.12.2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23.12.2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23.12.2025
პოლიტიკა

DRI : ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს

15:38; 23.12.2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო