დიდთოვლობამ გურიის სოფლებს კვლავ პრობლემები შეუქმნა _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ასკანა გარე სამყაროს, ორი დღეა, მოწყვეტილია. როგორც ასკანიდან ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, ქალაქთან დამაკავშირებელი გზა გაწმენდილი არაა და მოსახლეობას გადაადგილება არ შეუძლია. მისი თქმით, სოფელში საცალფეხო გზაც კი არ არის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის რწმუნებული პავლე მესხიშვილის თქმით, მას არ ჰყავს შესაბამისი ტექნიკა და საწვავი, რომ ასკანისა და მის თემში შემავალი სოფლების გზები გაწმინდოს: _ ძალიან დიდი თოვლია. ტექნიკა, რომელიც სჭირდება სოფელს გზის გაწმენდისთვის, არის სოფელ მთისპირში, რადგან ჯერ მთისპირის გზები იწმინდება. ხვალ ალბათ ჩვენთან გაიწმინდება.
_ბატონო პავლე, როგორც ჩვენ შეგვატყობინეს, თქვენ მოგმართათ თქვენი სოფლის მცხოვრებლებმა, თუმცა თქვენ უპასუხეთ, რომ არც საწვავი გაგაჩნიათ და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფთ გზის გაწმენდას.
_ამ წუთს, ნამდვილად არ გამაჩნია არც საწვავი და არ მყავს შესაბამისი ტექნიკაც.
_ანუ თქვენთან გზები გაუწმენდავია.
_ამ წუთს კი.