https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ერთ ქალბატონს ვთხოვე დასაქმება, მან კი ირონოულად მითხრა _ შენ რა სამსახური გინდა…

10:02; 16.02.2012
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

ნინო ლომთათიძე ჩოხატაურში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურეობის ცენტრში ( ეს ცენტრი ჩოხატაურის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული) მუშაობს. ქსეროქს და ლამინირებას აკეთებს. თავადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, თუმცა ჭკვიან გოგონას ეს ხელს არ უშლის იყოს საინტერესო მოსაუბრე და საკუთარი შესაძლებლობებით საზოგადოებას დაანახოს, რომ ფიზიკური განსხვავება არაფერს ნიშნავს. ნინომ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ სამსახურის პოვნა ძალიან გაუჭირა.

_ ძალიან გამიჭირდა სამსახურის პოვნა. დიდი ხანია, ხელისუფლებას ვთხოვ დასაქმებას. მხოლოდ მპირდებოდნენ. მქონდა ისეთი სიტუაციაც, რომ ვიჩაგრებოდი “დიდი ადამიანისგან”. ოღონდ, ეს არ იყო ჩოხატაურის მთავრობის წევრი. ერთ ქალბატონს ვთხოვე დასაქმება, მან კი ირონოულად მითხრა _ შენ რა სამსახური გინდა, რად მინდა, ამდენ განცხადებას რომ მიტოვებო. ვიფიქრე, მიწა გამსკდომოდა და ეს ქალბატონი საერთოდ არ მენახა მეთქი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ლომთათიძემ.

_ საზოგადოება როგორ არის შენ მიმართ განწყობილი?

_ საზოგადოებისგან დისკრიმინაცია არასდროს მიგრძვნია. ბევრი მეგობარი მყავს და ეს ძალიან მახარებს.

_ სამსახურმა ალბათ ძალიან შეცვალა შენი ცხოვრება…

_ რა თქმა უნდა. ადრე ხშირად ვვარდებოდი დეპრესიაში, სულ ვიცრემლებოდი, ჩაკეტილი ცხოვრებით ვცხოვრობდი. მეგობრებთან კი დავდიოდი, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა.

_ ამ ცენტრით ბევრი ადამიანი სარგებლობს?

_ ჩემთან ერთად მუშაობს გიორგი ტრაპაიძე, რომელიც  ცერებრალური  დამბლით  არის  ავად.  ერთად  ვმუშაობთ  ქსეროქსზე  და  ლამინირებაზე. შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე  ბავშვები  მოდიან  და  კომპიუტერზე  მუშაობას  სწავლობენ,  დადიან  სამხატვრო  სკოლაში.  ხატავენ, თექაზე, თიხაზე  მუშაობენ.  ჩვენს ორგანიზაციაში  მათი  ნამუშევრებისთვის  კუთხეც  გვაქვს გამოყოფილი. ბიბლიოთეკის დირექტორი,  ქალბატონი მაია მელუა   დიდ ყურადღებას  იჩენს  ჩვენ  მიმართ. ჩვენ  საახალწლო  ღონისძიება ჩავატარეთ კაფე-ბარ  “ციცინათელაში”.  ეს  პროექტის  სახით დავწერე. ქალბატონი  მაია  დაგვეხმარა  ამ  პროექტის  განხორციელებაში. ჯამბაზიც გვყავდა. გვინდოდა  კიდევ  ერთი  ლამაზი  საღამო გვეჩუქებინა  ჩვენი  ბავშვებისთვის. კულტურის სამსახურიდან ქალბატონი  ქეთინო გიორგაძე გვესტუმრა. 3 დეკემბერს, ბიბლიოთეკის შენობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საღამო გაიმართა. ამ ღონისძიებაზე ბევრი საჩუქარი დაურიგეს ბავშვებს. დიდ ყურადღებას ვგრძნობთ, ჩოხატაურის გამგებლის, ლელა იმედაშვილისგან. ხშირად გვხვდება და კითხულობს ჩვენს ამბავს. მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, კორნელი კუკულავამ ლამინირების აპარატი გვაჩუქა.

_ ვიცი, რომ ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ თუ წინააღმდეგი არ იქნები, შენს ავადმყოფობაზეც ვისაუბროთ…

_ მე სისხლძარღვოვანი სიმსივნე მაქვს თავში _ ანუ მარცხენა მხარის ჰემიპარეზი. თვალი, ხელი და ფეხი მაქვს პარალიზებული. თავში მაქვს ტრომბი, რაც გამოიწვია 5 წლის ასაკში მიღებულმა ტრამვამ. რომ გავიზარდე მერე დამისუსტდა ხელი, ფეხი და წამერთვა მარცხენა თვალი.

_ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი  ან სოციალური დახმარება გაქვს?

_ მე  პოლისი მაქვს. მამაჩემს ახლობელმა სამარშრუტო ტაქსი აჩუქა და ამის გამო მოგვიხსნეს დახმარება, რომელიც ხელს მიწყობდა ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაში. პენსიას ვიღებ. წამლისთვის ხშირად ფული არ მაქვს და ვემუდარები მას, ვისგანაც წამალი ჩამომაქვს თბილისიდან, თვეში 50-50 ლარი რომ გადავუხადო. 200 ლარი ღირს ერთთვიანი კურსის ჩატარება. წელიწადში სამჯერ მჭირდება. მასაჟებიც მჭირდება, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს.

_ რაზე ოცნებობ, რა გინდა გააკეთო მომავალში?

_ ვოცნებობ დავიცვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების  უფლებები.  ეს არის  ჩემი  დიდი ხნის  ოცნება. იმიტომ, რომ მე  ვიცი, რა არის  ამ ადამიანების პრობლემა. მე ხომ თავად გამოვიარე ეს ყველაფერი,  მათი ძალიან  კარგად მესმის.

ერთ ხეველ ბავშვს დავეხმარე კომპიუტერის  შესწავლაში, ინკლუზიური ბავშვია, ვერ  დადის. დედამ  ყველაფერი  შეუძინა, მაგრამ რაიონში ფიზიკურად  ვერ ატარებდა. მოვახერხე იმდენი,  რომ მას მასწავლებელი ვუშოვე, ჩვენი ორგანიზაცია უხდიდა ხელფასს. ძალიან მინდოდა სერტიფიკატი მიგვეცა მისთვის.

მე თვითონ  პროგრესში შევისწავლე კომპიუტერი, მხედველობა  ძალიან სუსტი  მაქვს,  მაგრამ მინდოდა მესწავლა. აღებული სერტიფიკატი დიდი  იმედი იყო  ჩემთვის, რადგან დასაქმებაში ხელს შემიწყობდა. აქედან  გამომდინარე, იმ ბავშვს თავად  ავუტანე სახლში  სერტიფიკატი. მას  არ მოუთხოვია,  მაგრამ ვიცი, რომ ეს მისთვის დიდი  სტიმულია.  დიდი  სიამოვნებით ვიმუშავებდი  შეზღუდული  შესაძლებლობების  მქონე ბავშვებთან. მე  დაწყებითები  მაქვს  დამთავრებული.  ჩემი აზრით,  მხოლოდ იმ ადამიანს არ  ჰქვია  მასწავლებელი,  ვინც უმაღლესი  სასწავლებელი დაამთავრა. მთავარია, შეგეძლოს,  შეისწავლო  თითოეული  ბავშვი ინდივიდუალურად, _ გვითხრა ნინომ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ჩოხატაურში ინდივიდუალური სასწავლო გეგმით 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. როგორც რესუსრცენტრში განგვიმარტეს, ამ ეტაპზე ინკლუზიური სასწავლო გეგმის კოორდინატორების შერჩევა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ფსიქოლოგები არ მუშაობენ, არადა, ფაქტია, რომ ფსიქოლოგებთან საუბარი ამ კეტეგორიის ბავშვებს რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტერგაციაში ეხმარება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

ქურდობა ნატანებში

უპატრონო წყალსადენი და შუაფარცხმელები "ცისკარას" მოლოდინში

ყველა სიახლე

სამართალი

სუს-ი თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

18:54; 31.12.2025
საზოგადოება

დიდთოვლობა, ქარბუქი, ნისლი… _ ამინდი გაუარესდება

17:02; 31.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება

16:57; 31.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

16:43; 31.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:16; 31.12.2025
ზაფრანი

როგორ მოვიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა – საახალწლო რჩევა

14:51; 31.12.2025
სამართალი

“მე გადავიხდი ამ გირაოს” _ ზურა ჯაფარიძე

14:46; 31.12.2025
სამართალი

19 წლის ბიჭმა 63 წლის კაცს, დანის მუქარით, ძვირფასეულობა და 14 000 ლარი გასტაცა – შსს-ს განცხადება

13:07; 31.12.2025
საზოგადოება

„საქსტატი“ – წინა წელთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა

12:14; 31.12.2025
სამართალი

სამართალდამცველებმა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს

12:10; 31.12.2025
საზოგადოება

ვინ იმღერებს და რა აქტივობებია დაგეგმილი დღეს ჩოხატაურში

11:24; 31.12.2025
საზოგადოება

სად ითოვებს _ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:17; 31.12.2025
ზაფრანი

რიტუალები, რომლებიც ახალი წლის ღამეს ბედნიერების მისაზიდად უნდა შეასრულოთ   

10:09; 31.12.2025
ზაფრანი

სად და როგორ უნდა შეხვდეთ ახალ წელს   

10:08; 31.12.2025
ზაფრანი

რომელი სასმელი უნდა მიირთვათ ახალ წელს   

10:07; 31.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო