ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის უფროსად ჩოხატაურის პოლიციის ყოფილი უფროსი, გულთმისან (ავთო) ვასაძე დაინიშნა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის თქმით, სახანძრო სამსახურის ყოფილი უფროსმა, დიმიტრი მეგრელიშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა:
_ დიმიტრი მეგრელიშვილი გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე და დაინიშნა გამოცდილი კადრი _ გულთმისან ვასაძე, _ გვითხრა იმედაშვილმა.