ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებები ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელთან, ჯემალ ჭკუასელთან მიმდინარეობს. პარალელურად განიხილება, ცნობილი სპორტსმენის, ვახტანგ ბლაგიძის კანდიდატურაც. ჩვენთან საუბრისას ბლაგიძემ ეს ინფორმაცია არ უარყო. რაც შეეხება ჭკუასელს, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა _ ჩვენს ხელთ არსებული მისი ტელეფონის ნომერი გამორთული იყო.
ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის თქმით, მისთვის ამ თემაზე არაფერია ცნობილი: _ პირველად მესმის, რომ ამ თანამდებობაზე ჯემალ ჭკუასელი განიხილება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფანჯიკიძემ.