3 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის და კულტურის ცენტრის ორგანიზებით დედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მაყურებელს რამდენიმე სიურპრიზი შესთავაზეს. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა ადამიანებმა, თავიანთი თავი სხვა კუთხით წარმოაჩინეს.. დამსახურებული აპლოდისმენტები ერგო გამგეობის ანალიტიკური სამსახურის სპეციალისტის, ქეთევან ჩხარტიშვილის და კულტურის ცენტრის მუსიკოსის, ალეკო სიხარულიძის მიერ შესრულებულ ვალსს.