ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის აუდიტორული შემოწმების მიზნით, დამოუკიდებელ აუდიტს მოიწვევენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება 7 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით მოხდება, რომლის გახორციელება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კონკრეტულად კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ილია ვაშაყმაძეს დაევალა.