“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სამი ადვოკატი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ამ წუთებში შეუშვეს.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ნატო გოგელია იუწყება, დაკითხვიდან უკვე გამოვიდა “ეროვნული ფორუმის” წევრი. რომელიც ადვოკატის გარეშე იყო შესული დაკითხვაზე. მას ჰქონდა მიმართვა ნათია მოგელაძის სახელზე, რომელიც კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა არ დაიტოვეს.
დაკითხვაზე მყოფ “ეროვნული ფორუმის” წევრს ორი სააათის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეოსთან დაკავშირებით შეგროვებულ ხელმოწერებზე ესაუბრებოდნენ. აქვე ეკითხებოდნენ რამდენი გადმოერიცხათ ფული და დაურიგდა თუ არა იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელმოწერები შეაგროვეს.
“გურია ნიუსის” ოთხ კორესპონდენტს გამგეობის შენობაში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ, ისინი კი, ვისაც კონტროლის პალატიდან უწყება დაეგზავნა, დასაკითხთა რიგებში გამგეობის შესასვლელთან დგანან.