საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ისინი დაუშვებლად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მედიის უშუალო მოვალოებაა.
_ საქართველოს კონტროლის პალატამ დაიწყო რეგიონებში პოლიტიკური პარტიების აქტივისტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაბარება და გამოკითხვა. მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების საშუალება არ ეძლევათ ჟურნალისტებს. კონტროლის პალატა არ პასუხობს ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს. აღნიშნული პროცესი ძალზე დახურულად მიმდინარეობს მაშინ, როცა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისა და გამჭვირვალობის აუცილებლობით ახსნა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კონტროლის პალატას და ყველა უფლებამოსილ პირს, შეწყვიტონ ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვა და მისცენ მათ შესაძლებლობა, საზოგადოებას სრულყოფილად მიაწოდონ ინფორმაცია რეგიონებში მიმდინარე პროცესების შესახებ. _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს.