კონტროლის პალატის წარმომადგენლები ოპოზიციონერ წევრებთან და მომხრეებთან გასაუბრება-დაკითხვას ხვალაც გააგრძელებს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უწყება უკვე მიუვიდა რამდენიმე მოქალაქეს მათ შორის არის “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი წევრი, ექიმი ტიტე მგელაძე.
_ ბატონო ტიტე, როგორც ვიცი, კონტროლის პალატის დაკითხვის უწყება თქვენც მოგივიდათ.
_ კი, მოვიდა.
_ ვინ მოიტანა?
_ არ ვიცი, სახლში დამხვდა.
_ თქვენი აზრით ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებას” უკავშირდება?
_ აბა, სხვა რას უნდა უკავშირდებოდეს?!
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, მას ხვალინდელ დაკითხვასთან დაკავშირებით ერთმა ადამიანმა მიმართა:
_ ჩვენ დავიცავთ იმ ადამიანების უფლებას, რომლებიც მოგვმართავენ, ამ ეტაპზე ერთმა ადამიანმა გვთხოვა იურიდიული დახმარება. _ გვითხრა ტრაპაიძემ.