დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” ოფისი იხსნება. “გურია ნიუსისთვის” ცნობილია, რომ ოფისის ხელმძღვანელი სოსო ბოლქვაძე იქნება. ოფისის გახსნას დაესწრება ვიქტორ დოლიძე, გიორგი ვოლსკი და დავით ბერძენიშვილი. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი დაესწრება თუ არა “ქართული ოცნების” ოფისის გახსნას ბიძინა ივანიშვილი. “ქართული ოცნების” ოფისის გახსნა ასევე ჩოხატაურსა და ოზურგეთშიც იგეგმება, მაგრამ ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved