“გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ მალე ოზურგეთში პარტიის _ “განახლებული საქართველოს” ოფისი გაიხსნება, ხოლო რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ვაშალომიძე იქნება. წყაროს ცნობით, ამ პარტიის ფავორიტები, ძირითადად, ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი წარმომადგენლები არიან. “გურია ნიუსი” ზურაბ ვაშალომიძეს დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ ოზურგეთში მალე გაიხსნება ამ პარტიის ოფისი, თუმცა, ჯერ იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
_ მე თვითონ დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ, ზუსტად როდის მოხდება ეს, _ გვითხრა მან.
პარტია “განახლებული საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა 2011 წლის ნოემბერში, თბილისში გაიმართა. პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ნანა გულუა, რომელიც კრასნოდარის მხარეში მოღვაწე ქართველი მილიარდერის, მინდია გულუას დაა: “საქართველოს სიყვარულით ვიწყებ ამ ბრძოლას. ვისაც არ ეშინია და ჩემსავით და ჩემზე მეტად უყვარს საქართველო, იმედია, გვერდით დამიდგება. მხოლოდ ტურიზმი და სოფლის მეურნეობა საქართველოს ვერ გადაარჩენს”, _ თქვა მაშინ ნანა გულუამ.
საინტერესოა, სად ნახა ქალბატონმა ნანამ, საქართველოში აყვავებული სოფლის მეურნეობა ან თუნდაც ტურიზმი, რომელთა წარმატებულობის შესახებ ხელისუფლების ხმამაღალი საუბარი მხოლოდ სარეკლამო ხასიათს ატარებს?!