ეკა ბესელია გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც მან “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში აღნიშნა, დღეს გაჟღერებული ინფორმაცია საპირველაპრილო ხუმრობა ყოფილა.
მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იურისტმა ეკა ბესელიამ კოალიცია “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ გადაწყეტილება მიიღო. მიზეზი ბესელიასა და ივანიშვილს შორის შეკამათება გახდა, რომელიც გუშინ “ბიზნეს ცენტრში” ჩხუბში გადაიზარდა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბესელია უკმაყოფილოა იმის გამო, რომ არ არის ივანიშვილის პირადი ადვოკატი და მისი ჩანაცვლება ზაქარია ქუცნაშვილითა და სხვა ადვოკატებით მოხდა.