ოზურგეთის იუსტიციის სახლი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 13 აპრილს გახსნა.
როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები იუწყებიან, თეატრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრისას, ოზურგეთელ ქალბატონს, ნანი კიღურაძეს შემთხვევით ფეხსაცმელი გაძვრა, რომელიც პრეზიდენტმა თავად ჩააცვა.
რა მოხდა კადრს მიღმა და რას ჰყვება ქალბატონი ნანი "გურია ნიუსთან" საუბარში, რომელიც თეატრალურ მოედანზე კორესპონდენტებთან ინტერვიუს მისაცემად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარემ და გურიის გუბერნატორის მოადგილემ ლელა თავართქილაძემ, მომხდარიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, საკუთარი სახლიდან წაიყვანეს. ამ ფაქტს "გურია ნიუსის"ჟურნალისტები პირადად შეესწრნენ _ ქალბატონი ნანი ჭავჭავაძის ქუჩის #4-ში ცხოვრობს, სადაც ჩვენი ოფისია განთავსებული.
"მითხრეს პრეზიდენტის დავალებაა და უნდა წამოხვიდეო", _ ამბობს ქალბატონი ნანი კიღურაძე.
ნანი კიღურაძეს პრეზიდენტმა ფეხსაცმელი ჩააცვა