12 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის ცენტრში, სკოლის მოსწავლეებმა ნეკერჩხლისა და მუხის ნერგები დარგეს. როგორც სოფელ ჭანიეთის რწმუნებულმა, დავით მჟავანაძემ “გურია ნიუსს” უთხრა, ეს იდეა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრს ეკუთვნის, სოფელში კი ინიციატივა თავად აიღო.
ჭანიეთის ცენტრში პატრიარქის ბაღის გაშენების პროცესში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.