დღეს, ჩოხატაურში “ქართული ოცნების” ოფისი 3 საათზე გაიხსნება. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურში გვითხრეს, ოფისის გახსნას დავით ბერძენიშვილი და ვიქტორ დოლიძე დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ გახსნის შესახებ “გურია ნიუსისთვის” “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციას არაფერი შეუტყობინებია. ოფისის ხელმძღვანელი, გოჩა ჯიქია განმარტავს, რომ შეტყობინება ვერ მოახერხა და დაზუსტებული დრო, მან ამ დრომდე არ იცოდა.