30 აპრილს, გვიან ღამით, ტრაგიკული ავტოავარია მოხდა ოზურგეთი- ბათუმის ცენტრალურ ტრასაზე, ქობულეთთან _ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრი მიხეილ მახარაძე, მეუღლესთან ერთად, საპირისპირო მხრიდან მომავალ ტრაილერს შეასკდა. ავარია იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა გარდაცვლილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარის დაჭეჭყილი ავტომობილიდან ამოყვანა.
“გურია ნიუსი” გამოთქვამს მწუხარებას ამ ტრაგიკული ავარიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახს.