ბურჯანაძის თქმით, მედიაზე ზეწოლა დაუშვებელია და ეს არ უნდა დავუშვათ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს, პარლამენტის თავმჯდომარეობისას, უშუალოდ მისი დავალებით იქნა თუ არა გამოძიებული მედიასაშუალებაზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტი, ბურჯანაძემ აღნიშნა, ასეთი რამ რომ არ ახსენდება:
_ არ მახსენდება. იმ დროს არც იყო ასეთი ზეწოლა.…
_ ვერ დაგეთანხმებით. მაშინ როცა თქვენ ხელისუფლებაში იყავით, იყო ასეთი ფაქტები და არცთუ ისე იშვიათად. ამიტომ, გვაინტერესებს, უშუალოდ თქვენი მითითებით და დავალებით თუ მოხდა თუნდაც ერთ კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება…
_ ჩემამდე არც ერთი მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ მოსულა. ვერავინ იტყვის, რომ მე მომმართა და რეაგირება არ მოვახდინე, _ გვითხრა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მედიაზე მხოლოდ ერთხელ მოახდინა ზეწოლა: _ ერთხელ ჩავერიე ჟურნალისტების საქმიანობაში და შეიძლება ითქვას, რომ ზეწოლა მოვახდინე _ ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ეთერში საშობაო ლიტურგიას არ უშვებდა და სწორედ ჩემი ჩარევის და ზეწოლის შედეგად მოხდა ლიტურგიის ტრანსლირება, _ გვითხრა ბურჯანაძემ