“გურია ნიუსი” დაინტერესდა და ადამიანს, რომელიც ამ სიტუაციას არეგულირებდა, ასეთი მოთხოვნის განმარტება სთხოვა.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გაგვიმარტა, რომ ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების მანქანების არმისვლა გახლდათ: “ჩვენ ვთხოვეთ სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა გამოეყოთ, მაგრამ, როგორც ხედავთ, აქ მხოლოდ ერთი მანქანა დგას. ამიტომ, ვცდილობთ, ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ და ეს გაფრთხილებებიც ამ მიზნით ხდება”, _ განგვიმარტა მან.