“ქართულმა ოცნებამ” სერიოზული სიგნალი მისცა ხელისუფლებას ამ აქციით. მჯერა, რომ ქართული ოცნება ახდება, _ უთხრა “გურია ნიუსს” აქციის მონაწილემ, ნიკო ჯავახაძემ.
_ კარგი განწყობა მაქვს. მიხარია, რომ ამდენმა ხალხმა გამოხატა საკუთარი პოზიცია. ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი პროცესი მისაღებია. არ ვიცი, რა იქნება სამომავლოდ, მაგრამ დღევანდელი დღით “ქართულმა ოცნებამ” სერიოზული გამოცდა ჩააბარა, _ გვითხრა მომღერალმა ნუკრი კაპანაძემ.
_ მოხარული ვარ ამდენი ადამიანის ხილვით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდა და გამოვიდა საკუთარი პროტესტის გამოსახატავად. ახლა მთავარი ამ მუხტის შენარჩუნებაა, დანარჩენს არჩევნები გადაწყვეტს, _ ასე ფიქრობს წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი მამუკა გობეჩია.