მან გაიმარჯვა მათემატიკურ ფესტივალში “კენგურუ”, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წელიწადში ერთხელ ტარდება და მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენს. როგორც თვითონ გვიამბობს, განკუთვნილ დროში, 1 საათსა და 15 წუთში 24 ამოცანა ამოხსნა.
_ ვთვლი, რომ საკმაოდ რთული ამოცანები იყო, მე 24 ამოცანა 1 საათში ამოვხსენი, ასევე სასკოლო ოლიმპიადაში “ევერესტშიც” ვმონაწილეობდი, რომელიც სასწავლო წლის მანძილზე ორჯერ ტარდება. იქაც გავიმარჯვე, თუმცა “კენგურუ” უფრო რთულ მოთხოვნებს აყენებს. ძალიან მიყვარს მათემატიკა და ამ სიყვარულს ვერცერთი საგანი ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა მე ყველა საგანს ვსწავლობ, _ ამბობს გიორგი და უხარია, რომ მალე, 15 ივნისამდე თბილისში დასაჯილდოებლად მიიწვევენ.
_ მართლაც ბედნიერებაა, რომ გიორგი მეგრელაძეს საქართველოში ყველაზე მაღალი შედეგი აქვს, ის განსაკუთრებით ნიჭიერი, სხარტი და სწრაფი აზროვნების მქონე ბავშვია, კლასისთვის მუდამ სტიმულის მიმცემი და ბავშვებისთვის სურვილის გამჩენია, რომ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტურებსა თუ ოლიმპიადებში, _ ამბობს კლასის ხელმძღვანელი რუსუდან სარიშვილი.
გიორგი ამაყობს იმ 96 ქულით, რომელიც მისთვის სრულიად საქართველოში, მესამე-მეოთხეკლასელ მოსწავლეთა შორის, ყველაზე მაღალი შედეგის მაჩვენებელია.
გიორგი ახლა დაჯილდოებას და ცხელ ზაფხულს ელოდება, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ გასართობად ვერ მოიცლის და სამეცადინოც ბევრი აქვს, განსაკუთრებით მათემატიკაში.