_ ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. მოსამართლემ დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ შეეძლოთ სასამართლო სხდომის ჩაწერა, თუ პროცესის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლიდნენ. ჩაწერა სასამართლოს ნებართვით შეიძლებოდა და ეს მოსამართლემ პირდაპირ თქვა. ეს იყო ერთადერთი პოზიტივი, რაც დღევანდელ სხდომაზე ვნახე და მოვისმინე. თუმცა, ამის მიუხედავად, მანდატურები იქცეოდნენ ყოვლად ამაზრზენად და ის, რაც თქვენს ჟურნალისტთან დაკავშირებით მოხდა, აღმაშფოთებელია, _ აღნიშნავს ბარამიძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved