დაზარალებულები ცდილობენ, რომ პრეზიდენტს ამ პრობლემის შესახებ აცნობონ, რათა მან რეაგირება მოახდინოს მომხდართან დაკავშირებით.
დაზარალებულებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. სავარაუდოდ, მათი შეხვედრა პრეზიდენტთან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამო ვერ მოხერხდება.
“გურია ნიუსი” მომხდართან დაკავშირებით ჯერ კიდევ 6 ივნისს წერდა. სტატიაში, სათაურით “სახლს, რომელსაც ხელისუფლებამ დაშენება გაუკეთა, სახურავი ჩამოენგრა,” ბინის მეპატრონე, მაია ლომაძე ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ ბინა საცხოვრებლად უვარგისია: „ ამ ეტაპზე ჩემი ბინის თავზე მიდის დაშენება. საბედნიეროდ, როდესაც ჭერი ჩამოინგრა, სახლში არავინ იმყოფებოდა. ხელისუფლებამ პირობა მომცა, რომ როგორც კი დაშენებას დაამთავრებენ, ბინას გამირემონტებენ. მათ ყველანაირი დახმარება აღმითქვეს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება. გამგებელმა ქირის გადახდა და სხვაგან გადასვლაც კი შემთავაზა, მათგან გვერდში დგომას ნამდვილად ვგრძნობ, _ გვითხრა ლომაძემ.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=3956:2012-06-06-08-16-09&catid=67:2010-11-25-16-47-44&Itemid=112