პრეზიდენტის გამოსვლა იუსტიციის სახლში მხოლოდ 15-წუთიანი იყო _ მან აღნიშნა, რომ სტუდენტებისთვის დღეიდან “აიდი” ბარათის მეშვეობით მნიშვნელოვანი ფასდაკლება იქნება. მისივე განცხადებით აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 40 ლარს გადაიხდიან. მაგრამ მომავალი წელიდან გადასახადი არ იქნება, რადგან ახალი პროგრამით ეს პრობლემა მოიხსნება.
პრეზიდენტთან შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობას უნდოდა, მაგრამ დაცვამ ისინი ახლოს არც კი არ გააკარა. Aის, რომ პრეზიდენტთან ადგილობრივები არ მიუშვეს, ამაში დიდი წვლილი შსს გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს მიუძღვის.