რამდენიმე წელია ჩოხატაურის ცენტრში მდებარე სუპერმარკეტის მფლობელს ი /მ დათო შარაშიძეს ხელისუფლება ჯარიმებს უწესებს. ეს თანხა არც თუ ისე მიზერულია და რამდენიმე ათას ლარს შეადენს. მისი ბიზნესის მიმართ ინტერესი, მას შემდეგ უფრო გამწვავდა, რაც დათო შარაშიძე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გახდა.
-ჩემს ბიზნესზე ზეწოლა ახალი ამბავი არ არის. გუშინაც 8800 ლარი გადავიხადე ჯარიმა. ეს ყველაფერი ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო ხდება. ახლა შევუთვალე საერთოდ წაიღეთ მეთქი. მე თუ რამეს ვაკეთებ დღეს, შემიძლია გითხრათ რომ დღემდეც ამას ვაკეთებდი. არავის მონა არ ვყოფილვარ და არც ვიქნები.-აღნიშნა ჩვენთან საუბარში დათო შარაშიძემ.