შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან ოზურგეთისკენ მიმავალი ცენტრალური ტრასა გადაკეტილა და სამართალდამცავები “ქართული ოცნების” დაგეგმილ აქციაზე წამომსვლელებს პრობლემებს უქმნიან.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” “ქართული ოცნების” ლანჩხუთის შტაბის ხელმძღვანელს სოსო ბოლქვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
_ ჯერჯერობით, ასეთ ინფორმაციას არ ვფლობთ, რატომ უნდა გადაკეტონ გზა? ვერ გადაკეტავენ, ჩვენ წამოსასვლელად ვემზადებით, _ გვითხრა ბოლქვაძემ.