საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით (83 მომხრე, 1 წინააღმდეგი) მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ერთ უწყებად ჩამოყალიბდა.
გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
რეგიონულ წარმომადგენლობებთან (სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტებთან) ურთიერთობის კოორდინაცია მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა.
































































