მიუხედავად ამისა, ისინი მზად იყვნენ გადაედგათ თუნდაც ასეთი “არაპოპულარული” ნაბიჯი, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ყველა რეფორმა ქვეყნის ნათელი მომავლისთვის კეთდება.
ნატოს კვირეულის სემინარზე დამსწრე ჟურნალისტებთან გია ბარამიძემ ეს მტკივნეული რეფორმები ასე განმარტა: “ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. ამდენი პოლიციელი რომ გავყარეთ, ამდენი მებაჟე, ამდენი საგადასახადოს თანამშრომელი, რა, არ ვიცოდით, რომ ყველა ეს ხალხი ჩვენი მტერი გახდებოდა?! ყველა თუ არა 90% მაინც. 10 % ვიგულისხმოთ, რომ ძალიან შეგნებულები იყვნენ. ეს არ იყო არაპოპულარი ნაბიჯი?! შევინარჩუნებდით ხელისუფლებას სხვა ათასგვარი მეთოდებით, მარტო ხელისუფლების შენარჩუნებაზე რომ ვყოფილიყავით მომართულები. მოდით, შევთანხმდეთ ეს სხვა თემაა, სხვა დისკუსიის საკითხია.” – თქვა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ.