“რამდენიმე წელია, ჩვენ, “ახალი მემარჯვენეები” ვიბრძვით იმისთვის, რომ შეიწამლოს არა მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთები, არამედ ტყის მასივები, რომლებიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელს ესაზღვრება. როცა რაიონის ბიუჯეტში გაჩნდა ჭარბი შემოსავალი _ 100 ათასი ლარი, საკრებულოს წინაშე დავაყენეთ წინადადება, ეს ფული შესაწამლი აპარატების შესყიდვისთვის გამოყოფილიყო. საკრებულომ არ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა და თანხა ცენტრალური მაგისტრალისთვის ვიდეოსათვალთვალო კამერების შესაძენად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა. მერაბიშვილს ეყო გონიერება და ფული უკან დააბრუნა, მაგრამ აპარატების შესყიდვა საკრებულომ მაინც ვერ მოახერხა. ლანჩხუთი დღესაც სხვა მუნიციპალიტეტებიდან ნათხოვარი აპარატებით სარგებლობს.
60 ათასი ლარია გამოყოფილი ამ პროგრამაზე. ეს სასაცილო თანხაა _ ეს ფული წამლის შესყიდვასაც არ არ ჰყოფნის, ამიტომაა რომ სანახევროდ წამლავენ. არადა, ლანჩხუთის გამგეობის ბიუჯეტი 9 მილიონი ლარია, აქედან 2 მილიონი ლარი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შენახვას ხმარდება.
მალე ამერიკული პეპელა სტიქიურ უბედურებათა რანგში გადავა, ისეთ ამბავს დამართებს დასავლეთ საქართველოს. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სასწრაფო ზომების მიღებას მავნებლის წინააღმდეგ. სულ რაღაც სამ წელიწადში დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში მწვანე საფარი მთლიანად განადგურდება!” _ ნათქვამია წულაძის განცხადებაში.