კოალიციის განცხადებასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს თეიმურაზ აბაშიძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო თემურ, რამდენად უზრუნველყოფს მცხეთის გამგეობა და სამართალდამცავები აქციის მშვიდობიანად ჩატარებას და თუ იქნება სანაგვე ურნები აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე?
_ რაც შეეხება სანაგვე ურნებს, აქციის ჩასატარებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორია უზრუნველყოფილია ამ ურნებით. ჩვენ გვაქვს იქ სანაგვე ურნები, ტერიტორია დასუფთავებულია, დალაგებულია. სამართალდამცავების მაგივრად პასუხს მე ვერ გაგცემთ. როგორც ვიცი, კოალიციას წერილი შეტანილი აქვთ სამართალდამცავ ორგანოებში და პასუხს თვითონ გასცემენ. არ მგონია, რამე პრობლემა იყოს ამისი. ჩვენი მხრიდან ყველაფერი დალაგებულია. აქციის დასრულების შემდეგ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტერიტორიის დასუფთავებას და დალაგებას.
_ წერილი სად აქვთ შეტანილი _ შსს-ში თუ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციაში?
_ ზუსტად არ ვიცი. როგორც თვითონ მითხრეს, შეტანილი აქვთ წერილი, მაგრამ შსს-ში, მცხეთა – მთიანეთის სამხარეოში თუ მცხეთის სამმართველოში, ზუსტად არ ვიცი.