_ ბატონო ირაკლი, ნიკა გილაური ვანო მერაბიშვილმა შეცვალა. ახალმა პრემიერ მინისტრმა, დანიშვნისთანავე, პროგრამა წარადგინა, სადაც საუბარია სოფლის მეურნეობის… (კითხვის დასმა არ გვაცალა. ავტ.)
_ კი არ წარუდგენია, ჩვენ მოგვპარა! რამდენიმე დღის წინ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცხადებდნენ რომ საყოველთაო დაზღვევა ეს რეალობას მოკლებულია. ეს არის ტყუილი. მაშინ როდესაც ამაზე 7 თვე მუშაობდნენ ჩვენები. გუშინ გამოვიდა მერაბიშვილი და თქვა, _ ყველა უნდა დავაზღვიოთო. სოფლის მეურნეობა ეხლა გაახსენდათ?! ბოლო რვა წლის განმავლობაში ბიუჯეტში არაუმეტეს ერთნახევარი პროცენტისა იყო გათვალისწინებული სოფლის მეურნეობისთვის. ახლა მელაპარაკებიან სოფლის მეურნეობაზე?!
_ რამდენად რეალურია არჩევნებამდე სამი თვით ადრე ასეთი პროგრამის განხორციელება?
_ ვინ გითხრათ, რომ ხელისუფლება გამოდის პროგრამებით?! ხელისუფლება გამოდის ტყუილებით! ცრუ დაპირებებით. ცრუ დაპირებების მიზანია ხმები როგორმე შეინარჩუნონ, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ უნდათ ვიღაცა “დააბოლონ.” ხალხს გაუნათდა თავი. მორჩა ეს ამბავი. რა პროგრამაც არ უნდა წარმოადგინონ, აქამდე ჰქონდათ 50 თვიანი, 5 წლიანი. არცერთი შედეგის ანგარიში არ წარუდგენია ხელისუფლებას. 2008 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ რა ლოზუნგებით გამოდიოდა ხელისუფლება, ამას ბილბორდებზე ვკითხულობდით. პრეზიდენტმა პარლამენტში 2012 წლის ანგარიშში გაიმეორა, ამას გავაკეთებთო…
_ შსს მინისტრის კანდიდატად ბაჩო ახალაიას და დიმიტრი შაშკინს ასახელებენ. რამდენად რეალურია (კითხვის დასმა არ გვაცალა. ავტ)
_ არც ერთი მაინტერესებს და არც _ მეორე. პოლიციურ ქვეყანაში ვართ. #1 პოლიციელი პრემიერ მინისტრი გახდა. ქვეყანას მართავს პოლიტიკური მაფია. კლანებში როგორ იქნება გადანაწილება, ეს არ მაინტერესებს. ოქტომბერში განაჩენი გამოტანილია! გავაფორმებთ! დამთავრდა!