როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სავარაუდო კანდიდატი “ნაციონალურ” მოძრაობას” მხოლოდ ოზურგეთში ჰყავს _ თითქმის გადაწყვეტილია, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატს, ყოფილ დიპლომატს, ზვიად კვაჭანტირაძეს, მმართველი გუნდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ალეკო მამეშვილს დაუპირისპირებს.
აღსანიშნავია, რომ მამეშვილი ის ჩინოვნიკია, რომელიც 6 საათის შემდეგ კომენტარებს არ აკეთებს იმ მიზეზით, რომ სამუშაო საათები დასრულებულია და არასამუშაო საათებში კომენტარის გაკეთების გამოცდილება არ აქვს. უნდა ითქვას ისიც, მამეშვილი ჟურნალისტებთან კონტაქტზე არც სამუშაო საათებში გამოდის _ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს ამჯერადაც არ უპასუხა.