ბასიშვილისთვის “შემტევი” და “ჩამჭრელი” შეკითხვების დასმაში ყველაზე მეტად მარი სოლოღაშვილი გამოირჩევა. როგორც “გურია ნიუსს” წყარო ატყობინებს, ეს უკანასკნელი მარნეულის ტელევიზიის თანამშრომელი გახლდათ, ახლა კი “რუსთავი-2”-ის თანამშრომელია. ჩვენ მიერ მოპოვებულ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მარი სოლოღაშვილის კუთვნილებაა, კარგა ხანს არავინ გვასუხობდა. მოგვიანებით, ტელეფონზე ახალგაზრდა გოგონამ გვიპასუხა, რომელიც თავიდან მარით გაგვეცნო, შემდგომ კი, როცა ჩვენი ვინაობა გაიგო, აღნიშნა, რომ ის მარის მეგობარია:
_ მე მარის მეგობარი ვარ. მარი გასულია.
_ როდის შევძლებთ დაკავშირებას?
_ სავარაუდოდ, მარი ამ ნომერზე აღარ იქნება.
_ მარი ხომ “რუსთავი-2”-ის თანამშრომელია?
_ არა.
_ სად მუშაობს?
_ ვერ გეტყვით.
_ იმას თუ გვეტყვით, როგორ დავუკავშირდეთ?
_ ამ ნომერზე მარი აღარ იქნება.
ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გიორგი ლაფერაშვილის თქმით, მარი სოლოღაშვილი “კურიერის” თანამშრომელი არ არის:
_ 2006 წლიდან ვმუშაობ აქ და მსგავსი ვინმე არ მახსენდება. შემიძლია გითხრათ, რომ მარი სოლოღაშვილი “კურიერის” თანამშრომელი არ არის. შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის მენეჯმენტს და ისინი გეტყვიან, მუშაობს თუ არა ეს პიროვნება ტელეკომპანიაში, _ აღნიშნა ლაფერაშვილმა.
P.S. მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, შეგვატყობინეს, რომ მარი სოლოღაშვილი ამჟამად “ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” თანამშრომელია. თუმცა, ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ სოლოღაშვილი მათთან აღარ მუშაობს.