ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს, “ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
რიჩარდ ჰიუიტი – “ბრიტანელი ლეიბორისტი”
“თავისუფალი არჩევნები ნიშნავს ძალადობისგან თავისუფალ კამპანიას. სწორია, წინასწარ რომ ვაყენებთ საკითხს და ვსვამთ კითხვებს დაპატიმრებების, საკუთრების ჩამორთმევის, მედიაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის შესახებ მომავალი არჩევნების წინ. რა თქმა უნდა, საკაბელოების მიერ ისეთი ტელევიზიების მთელი პაკეტების ამოღება, რომელიც ოპოზიციურ აზრს ავრცელებს, აბსოლუტურად მიუღებელია.”
ულრიკე ლუნაჩეკი – “მწვანეთა ფრაქცია”
“რაც მე პირადად მაფიქრებს და რაზეც უნდა წარიმართოს ჩვენი დებატები, ისაა, რომ გავაფრთხილოთ ქართველები, როგორც მთავრობა ასევე ოპოზიცია, რომ სიტყვების ომი და გაუმჭვირვალე პირობები აზიანებს საქართველოს სახეს არა მხოლოდ ამ პარლამენტში, არამედ ევროპასა და თავად საქართველოშიც.
პირადად მეც არ მიყვარს პოლიტიკაში ოლიგარქები, მაგრამ ვინმეს კუთვნილი ფულის რაოდენობა არ უნდა იქცეს მის განმსაზღვრელ კრიტერიუმად. აქ მთავარია, სამომავლო ხედვები და როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, ქვეყანში ადამიანის უფლებების დემოკრატიის გაუმჯობესება.
რაც მაშფოთებს, არის ქვეყნის ციხეების გადატვირთულობა, დიახ, დანაშაული შემცირდა, მაგრამ ამას წინათ შევიტყვეთ, რომ ორ პოლიტიკურ აქტივისტს, მიესაჯა 35 და 45 დღიანი პატიმრობა. ასეთი რამ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, არ უნდა ხდებოდეს.”
ლიბორ როუჩეკი – “სოციალ დემოკრატები”
“ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა მატულობს საქართველოში. მინდა ვუთხრა ჩვენს ქართველ მეგობრებს, ორივე მხარეს, ოპოზიციას და მთავრობას, რომ საქართველოს სჭირდება სიტუაციის დამშვიდება და უნდა შეიქმნას სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო. ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ყველა პოლიტიკურ თუ ოპოზიციურ ჯგუფს, კოალიციის ჩათვლით, უნდა ჰქონდეს თავისუფალი წვდომა მედიაზე, რადგანაც ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, ღია და სამართლიანი, რადგან ეს საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება, მოლაპარაკების გასაგრძელებლად. “
ნორიკა ნიკოლაი – “ლიბერალების ფრაქცია”
“მე ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც შეშფოთებული ჩანდა რომ მას პირველად გამოუჩნდა რეალურად ერთიანი ოპოზიცია. მე გუშინ მოვისმინე ბრალდებები, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი არ არის დამტკიცებული. მაგრამ მინდა აღვნიშნო ჩემი ჯგუფის სახელით, რომ დემოკრატია არ არის ომი სატელიტურ სადგურებსა და ბრძოლა მედიას შორის, არამედ ეს არის, როცა ერთზე მეტი ტელევიზია გამოხატავს აზრთა სხვადასხვაობას მედიის საშუალებით.
ეს არის საშიშროება სიმართლის მონოპოლიზაციაზე, რაც საშიშია დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ძალზედ მდიდარი კაცია, არ არის კანონდარღვევა, რადგან სიმდიდრე ან სიღარიბე არ წარმოადგენს არც მანკიერებას და არც ღირსებას და არ უნდა იყოს ეჭვის საბაბი მისი სიმდიდრე მოსახლეობაში შეშფოთების საგანი”
კრისტიან ვიგენინი – ევროპარლამენტის წევრი.
“მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს არ გადაამეტონ, მაგრამ არც დააკნინონ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მნიშვნელობა. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ პოლიტიკური ომი მიმდინარეობს და თუ გინდათ დაეხმაროთ საქართველოს ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მოქმედების დრო არის ეხლა და არა არჩევნების შემდეგ.”