ეწინააღმდეგებოდა დებატებს ევროპარლამენტში კაცი და ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო მუდმივად იყოს ევროპული სტრუქტურების დღის წესრიგში. მაშინ გაუგებარია, რატომ არ შედის მათ ინტერესებში, მუდმივად იხილებოდეს საქართველოს შესახებ საკითხი და იღებდეს ევროკავშირი რეზოლუციებს ერთმანეთის მიყოლებით პროგრესის შესახებ? რატომ გაჩერეს ეს პროცესი? რატომ იბრძოდნენ ამის წინააღმდეგ? რატომ არიან გაბოროტებულები დღეს და გუშინ, როდესაც მათი ნების მიუხედავად, ეს დებატები მაინც გაიმართა?
მე მინდა სრული კატეგორიულობით გითხრათ, ეს არის ფაქტები. ორად ორი ფრაქცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა დებატების დღის წესრიგში ყოფნას, ეს იყო ევროპის სახალხო პარტია “კონსერვატორები” რომელსაც ეკუთვნის ნ”აციონალური მოძრაობა” პარტიულად და კომუნისტები. ამ ორმა პარტიამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ დებატები არ შემდგარიყო. ნაცვლად ამისა, მათ ერთი კვირის წინ წააგეს კენჭისყრა ევროპარლამენტში, როდესაც ფრაქციათა უმრავლესობამ თქვა: დღეს საქართველოში ისეთი რამეები ხდება, რაც იმსახურებს სათანადო ყურადღებას,” _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.