_ ის გუბერნიაში აღარ მუშაობს. მან მისით დაწერა განცხადება.
_ რა იყო ამის საფუძველი?
_ შეგიძლიათ მას ჰკითხოთ.
_ ადასტურებთ თუ არა ლაშა შაფაქიძის დანიშვნას “ციცინალათელას” დირექტორად?
_ არ ვიცი, შეგიძლიათ მას ჰკითხოთ. მე ვადასტურებთ იმას, რომ ლაშა შაფაქიძე დღეს ჩვენთან აღარ მუშაობს.
_ მიზეზი რა არის?
_ პირადი განცხადება. არ ვიცით, მიზეზები რა არის.
რატომ დატოვა თანამდებობა ლაშა შაფაქიძემ, არც გურიის გუბერნატორის მოადგილემ ლელა თავართქილაძემ იცის.
_ დაინიშნა თუ არა ლაშა შაფაქიძე “ციცინათელას” დირექტორად ეს თვითონ ლაშას ჰკითხეთ, მე არაფერი არ ვიცი. მე ვადასტურებ იმას, რომ ის ჩვენთან აღარ მუშაობს.
_ მიზეზი რა არის, რატომ დატოვა თანამდებობა?
_ მან დაწერა განცხადება. ჩვენ არ ვიცით ეს მიზეზები რა არის.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ლაშა შაფაქიძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადების შემდეგ მოხდა.
განცხადებაში, რომელიც 7 ივლისს გავრცელდა წერია: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,მენეჯმენტ სერვის”-ს შორის გაფორმებული წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით შპს ,,მენეჯმენტ სერვის”-მა იკისრა ვალდებულება, მისთვის სამართავად გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოში, შპს ,,სერვისი 7”-ში (კომპლექსი ციცინათელა) განეხორციელებინა 1 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოების ეფექტური მართვისთვის.
2012 წლის 12 ივნისს სამინისტროში შემოვიდა ,,მენეჯმენტ სერვისი”-ს დირექტორის წერილი, რომლითაც გვეცნობა, რომ შპს ,,მენეჯმენტ სერვისში” შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით საფრთხე ექმნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით გაირკვა, რომ კომპლექს “ციცინათელას” ,,მენეჯმენტ სერვისი”-ს მიერ მართვის პერიოდში დაუგროვდა დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება, რომლის გადავადების თაობაზე რამდენიმეჯერ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაც საზოგადოების მართვის არაეფექტურად განხორციელების შედეგია და რამაც დაგვარწმუნა მმართველის მიერ საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაში.
ვინაიდან საწარმოს მესაკუთრეს (აღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფოს) კანონმდებლობისა და კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ აშკარაა, რომ მეორე მხარე ვერ განახორციელებს საწარმოს იმგვარად მართვას, რომ მას არ მიადგეს რაიმე სახის ზიანი, სამინისტრომ გადაწყვიტა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა.
ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპლექსის “ციცინათელას” გამართულად ფუნქციონირების მიზნით დაინიშნა ახალი დირექტორი.