კითხვაზე, როგორ შეიძლებოდა გაკოტრებულიყო კომპანია, რომელსაც ივანიშვილი აფინანსებდა, გვპასუხობს:
_ ჩვენს ხელისუფლებას ყველაფერი შეუძლია. მაქსიმუმი განცდა აქვთ, რომ რაც და ვინც ჩემს ირგვლივაა, ცუდია. ეს ორგანიზაცია წარმატებით მუშაობდა და გახდა დოტაციური. “ციცინათელა” გადაეცა სახელმწიფოს სამართავად, როგორც ეს ყველგან ხდება. როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, დღესაც დოტაციაზეა, რადგან ძალიან დაბალია ბილეთის ფასი. იქ შეიძლება ყველაფრის განახლება. დოტაციური იყო ეს ორგანიზაცია და ყოვედღიურად ვეხმარებოდი. ისე დაჭირდათ და გაუჭირდათ, ამას ახლა აღარ დაეძებენ, არაფერს არაფრად აგდებენ, ოღონდ შეაჩერონ ივანიშვილი.