_ ბატონო თენგიზ, რატომ აღარ იბეჭდება თქვენს სტამბაში “ქართული ოცნება” და იყვნენ თუ არა კონტროლის პალატიდან შემოწმებაზე?
_ სტამბაში შემოსულები არ არიან. როგორ არის, იცით… თვითონ მე, როგორც დირექტორმა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ… კონტროლის პალატისგან შეწუხებული ვიყავი, სულ დაკითხვები… გავყიდე, რა… პირდაპირ გეუბნებით, გავყიდე.
_ და ვის მიყიდეთ?
_ ტელეფონით ეს არ ხდება, ასეთ თემაზე საუბარი, მეგობარო. მირეკავთ ტელეფონით, მე რა ვიცი,”გურია ნიუსიდან” ხართ თუ “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი? არ ხდება ასე… შეიძლება, “რეალ-ტვ”-ს ჟურნალისტი ხარ. რაც გითხარით, იმაზეც მადლობა მითხარით, მოდით და მკითხეთ, _ გვითხრა სატელეფონო საუბრისა თენგიზ გვაზავამ.