როგორც “ინფო9”-ს ხელმძღვანელი მანანა ელიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, დღეს “ქართული ოცნების” ლიდერები და მხარდამჭერები კარალეთში, დევნილებს შეხვდნენ, მათი ჯგუფი და კიდევ სხვა რამდენიმე ჟურნალისტი აშუქებდა აქციას. მოგვიანებით დაიწყო არეულობა და შემდეგ გადავიდნენ ანგარიშწორებაზე.
_ ახლახან ვესაუბრე რეზოს. მისგან ვიცით, რომ როდესაც ის ჩავიდა კარალეთში, თითქმის დაშლილი იყო შეხვედრა. ცოტა გაესაუბრა ასევე “ინფო9”-ს ჟურნალისტს შორენა ხაბალაშვილს ამ დროს წამოვიდა 15 კაცი და დაუწყეს წიხლებით სცემა ოპერატორს, დაახლოებით 9 კაცი ურტყამდა, ესე მითხრა რეზომ. ასევე, გაუსწორდნენ საბა წიწიკაშვილს და რეზო ნადირიძეს. ლექსო არის სასტიკად ნაცემი, კამერა წაართვეს, როგორც ვიცი, კამერა არის დამსხვრეული. ჟურნალისტებმა მიმართეს პოლიციას. ისინი დაკითხვაზე იყვნენ. _ გვითხრა მანანა ელიაშვილმა.