“გურია ნიუსი” ამ წუთებში ლუბა ელიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ხუთი წუთის წინ ეს პრობლემა უკვე მოგვარდა და სტუმრები შენობაში შევიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მედიაკომპანიის ყველა სტუმარზე საშვი გამოწერილი იყო, მაგრამ სტუმრების, მათ შორის “მაესტროს” ჟურნალისტების შესვლა ოფისში მაინც ვერ ხერხდებოდა. ინფო-9-ის ხელმძღვანელის, მანანა ელიაშვილის თქმით, შეფერხება იმან გამოიწვია, რომ დაცვის სამსახურში თანამშრომლები შეცვალეს და მათ სტუმრები ვერ იცნეს.