“არ მაპატიეს, “ქართული ოცნების” გაზეთს რომ ვბეჭდავდი,” _ განაცხადა თენგიზ გვაზავამ “გურია ნიუსთან” კომენტარისას.
წერილში ვკითხულობთ:
შპს “ელიტა ბურჯის” დირექტორს, ბატონ თენგიზ გვაზავას.
თქვენი ა. წ. 13 ივლისის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ “შპს ელიტა ბურჯის” ანგარიშებს ადევს ყადაღა, თანახმად საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილისა #1347\57. 13.07.2012 გადაწყვეტილებით #06.13.07.2012 წელი.
წერილს ხელს აწერს ბანკი “ქართუს” კლიენტთა მომსახურების უფროსი, ეკატერინე კილაძე.
ყადაღის დადებას კი საფუძვლად დაედო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #000079, რომელიც 2012 წლის 13 ივლისით თარიღდება და ხელს, ტრადიციულად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ამირანაშვილი აწერს.
“შპს “ელიტა ბურჯმა” მოქმედი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის” გვერდის ავლის მიზნით, პოლიტიკური კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების საჭიროებისთვის, პოლიტიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი ნივთების დასაბეჭდად და სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევის მიზნით, 2012 წელს 2 ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა საერთო ღირებულების 679 487.94 ლარი, რომლითაც უსასყიდლო მომსახურება გაუწია კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა განახორციელა,” _ ნათქვამია წერილში.