ივანიშვილი მას იქ ურიცხავს ფულს და შემდეგ ის საქართველოში რიცხავს”, _ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში “ელიტა ბურჯის” სამართალდარღვევის ოქმის განხილვისას პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი ამირანაშვილმა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, ადმინისტრაციული წესით იხილებოდა შპს “ელიტა ბურჯის” ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ასევე აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღის დადების საქმე.
დღევანდელი სასამართლო პროცესიდან შეიტყო “ელიტა ბურჯის” გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ გვაზავამ იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ ანგარიში, არამედ მთელი ქონება დაუყადაღეს მის კომპანიას.
“გურია ნიუსი” თენგიზ გვაზავას იმის გასარკვევად დაუკავშირდა, თუ რას ფიქრობდა სტამბის მესაკუთრე (როგორც გიორგი ამირანაშვილმა თქვა, კახა კობიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დიშვილი ავტ.) სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
_ დღეს, სასამართლო პროცესზე ამირანაშვილმა განაცხადა რომ “ელიტა ბურჯის” მმართველი და მფლობელი არის კახა კობიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დიშვილი. (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ)
_ ტყუილია! ტყულია! “ელიტა ბურჯის” დამფუძნებელი არ არის კახა კობიაშვილი. ყველამ კარგად იცის, ვინ არის მისი დამფუძნებელი.
“ელიტა ბურჯის” დამფუძნებელი არის ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილი, უტა ივანიშვილი. “თიბისი” ბანკში გავხსენი ანგარიში, სადაც წარვადგინე დოკუმენტაცია და ყველაფერი იქ წერია. კახა კობიაშვილი ადრე იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მის ადგილას ჯერ არავინ დანიშნულა, _ განაცხადა თენგიზ გვაზავამ “გურია ნიუსთან”.
საგულისხმოა ის დეტალი, რომ არცერთ სასამართლო პროცესზე, რომელიც “ელიტა ბურჯს” ეხებოდა და რომელსაც ვესწრებოდით, კონტროლის პალატის ან რომელიმე მხარის მიერ უტა ივანიშვილის სახელი ნახსენები არ ყოფილა.