აქ იმყოფებიან აქტივისტები და ლიდერები. ეკა ბესელიას განმარტებით, დღეს ის ხალხი, რომელიც აქ არის შეკრებილი, ბიძინა ივანიშვილში ხედავს საქართველოს გადარჩენის იმედეს.
მისივე განმარტებით, ის რაც რამდენიმე კვირა ხდება გორის რაიონში, არაფერს ნიშნავს, ხალხმა დღეს აჩვენა, რომ მათ არ ეშინიათ, სააკაშვილი კი ქვის ხანაშია ჩარჩენილი და ქვის სროლით ქართველ ერს ვერ შეაშინებს.
გორში ასევე მშვიდობის ხეივანთან, აქციაზე ჩამოვიდნნ კასპის რაიონის სოფელ დოისის მცხოვრებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ დღეს, იმიტომ ჩამოვიდნენ, პირადად მოუსმინონ ბიძინა ივანიშვილს, რას იტყვის და როგორ შეძლებს, რომ ქართველმა კაცმა იცხოვროს წესიერად და საკუთარი შრომით შექმნას ყველაფერი.