”ნაციონალური მოძარობის ”მიერ შედგენილი დეკლარაცია , რომელზე ხელმოწერასაც ის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს სთავაზობს, ოთხ ძირითად პუნქტს აერთიანებს: “უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, უარს ვამბობს ამომრჩევლის მოსყიდვაზე, მზად ვართ განუხრელად დავიცვათ ცესკო-ს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვიღებთ პასუხისმგებლობას ცესკო-ს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე”.
მანანა კობახიძის განცხადებით, დეკლარაციაში ახალი არაფერი თქმულა და ეს პუნქტები ადრეც არსებობდა კანონმდებლობაში , თუმცა მმართველი პარტია მათ სისტემატიურად არღევდა.
”ამის მიუხედავად, ჩვენ თანახმა ვართ, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს მხოლოდ იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც კოალიციას გაუჩნდა აღნიშნული დეკლარაციის მიმართ _ აცხადებს კობახიძე „გურია ნიუსთან“ საუბარში და იმედს გამოთქვამს, რომ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ, კოალიციის ამომრჩველთან შეხვედრა ისეთ მშვიდ ვითარებაში ჩაივლის, როგორც გორის აქციამ ჩაირა.