აქციის ორგანიზატორებმა მოითხოვეს, ყადაღა მოეხსნას ტელეკომპანია “მაესტროს” სატელიტურ ანტენებს, რათა მოსახლეობას ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცეს. აქციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, ადგილობრივი ჟურნალისტები და მოქალაქეები.
“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა რომან ბიწაძემ განაცხადა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, სამუშაო საათებში მას ფოტოსურათებს უღებდა: ” არავითარი პრობლემა არაა იმაში, რომ ეს ბავშვი სურათებს მიღებს, მაგრამ ამას აკეთებს პოლიტიკური მოტივით, ვიღაცის დავალებით, თანაც სამუშაო საათებში’. ეს არის ქურდობა”, _ განაცხადა ბიწაძემ,
ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა თავისუფალი მედიისადმი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. ერთ-ერთი გამომსვლელის ინფორმაციით, აქციას უნდა დასწრებოდა ტელეკომპანია “მაესტროს” ჯგუფი, მაგრამ მათ მანქანას გზაზე ხელოვნური ბარიერი შეუქმნეს.
აქციის დასასრულს, შოთა ფირცხალაიშვილმა თავისი პროტესტი მედიაზე ზეწოლის გამო ორიგინალური ფორმით გამოხატა _ მან სახლიდან მოტანილი ტელევიზორი, რომელიც მისი თქმით, მხოლოდ ნაციონალური არხების ტრანსლირებას ახდენს, როგორც უვარგისი ნივთი, ნაგავში მოისროლა.